საქართველო თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

საქართველო თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ბოლო მატჩში იგორ კოკოშკოვის გუნდმა 95:69 დაამარცხა უკრაინა და ტურნირი წაუგებლად დაასრულა. მატჩის ბომბარდირი 23 ქულით თორნიკე შენგელია გახდა, რომელიც 23 ნომრიანი მაისურით თამაშობს და ამ ტურნირზე უკვე მეორედ ჩააგდო 23 ქულა. ბრწყინვალედ ითამაშა ნატურალიზებულმა ამერიკელმა ჯეიკობ პულენმა, რომელიც შენგელიას შემდეგ 17 ქულით მეორე ბომბარდირი გახდა. 14 ქულა ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილს, ხოლო ზაზა ფაჩულიამ შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.  
შეხვედრა თანაბრად დაიწყო, საქართველოს თავიდან მცირე უპირატესობა ჰქონდა. ფაჩულიას, მარკოიშვილისა და შენგელიას ქულებით იგორ კოკოშკოვის გუნდი მეოთხე წუთისთვის 11:5 დაწინაურდა. მარკოიშვილის სამქულინის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა უკვე სოლიდური გახდა – 14:5. მეოთხედის ბოლომდე კოკოშკოვის გუნდმა კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა, რაც მწყობრი დაცვის და მას მოყოლილი სწრაფი შეტევების შედეგი იყო. ცაკლე აღნიშვნის ღირსია მანუჩარ მარკოიშვილის სიზუსტე, რომელმაც პირველ მეოთხედში 3 სამიანი ჩააგდო და ათწუთეულში 11 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია ასევე თორნიკე შენგელიას შედეგიანობა, რომელმაც პირველ მეოთხედში 10 ქულა მიითვალა და საქართველოს დიდი სხვაობით დაწინაურება მნიშვნელოვნად განაპირობა. 31:12 – ასე დამთავრდა პირველი მეოთხედი.

მეორე მეოთხედში საქართველომ ტემპი ოდნავ დააგდო და თამაშიც გათანაბრდა. იგორ კოკოშკოვმა თამაშში სათადარიგო კალათბურთელები ჩართო, რომლებმაც პრაქტიკა მიიღეს. კარგად გამოიყურებოდა ნატურალიზებული ამერიკელი ჯეიკობ პულენი, რომელმაც შთამბეჭდავი დრიბლინგით უკრაინელ მეურვეს თავ–გზა აუბნია და მაყურებლისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა. პულენმა პირველ მეოთხედში ჩაგდებულ 4 ქულას 6–იც მიამატა და პირველი ტაიმი 10 ქულით დაასრულა. პირველი ტაიმის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე საქართველოს ნაკრების ლიდერობამ პირველად მიაღწია 20 ქულას – 48:28. საბოლოოდ დიდი შესვენებისთვის საქართველოს 21–ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა – 52:31.
მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა უკრიანა საბოლოოდ გატეხა. ხუთ წუთში კოკოშკოვის გუნდის უპირატესობამ უკვე 30 ქულას მიაღწია. მატჩის ბედიც აქ გაირკვა. მატჩმა ინტერესი დაკარგა, თუმცა მწვრთნელებისთვის შეხვედრას ის მნიშვნელობა შერჩა, რომ მოთამაშეები გამოეცადათ და კომბინაციების სრულყოფა მოეხდინათ. ამ მხრივაც ნაყოფიერაი იყო ეს მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის. ჯეიკობ პულენმა გამოზომილი პასებითა და ალე–უპებით გამოაჩინა, რომ ნაკრებს კარგად შეეწყო. მართალია, ჯერ იდეალურად არ არის საქმე, თუმცა წინ კიდევ არის საკონტროლო მატჩი გერმანიასთან და 9 დღე მოსამზადებლად.
მატჩი საბოლოოდ 95–69 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა სამი მატჩი ჯამში 62 ქულით მოიგო. ტურნირის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 3 მატჩის ჯამში 66 ქულა დააგროვა.

საბოლოო ცხრილი
საქართველო     3    3    0    278-216    6
 ბელორუსი        3    2    1    243-248    5
 უკრაინა             3    1    2    194-219    4
 ესტონეთი         3    0    3    204-236    3
 

 
დმიტრი  ზაბირჩენკო: ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ ამ  ტურნირზე და ჩვენს შედეგს გამართლება არ აქვს. ქართველმა კალათბურთელებმა ეს მოდენაზე ყველაფერი გააკეთეს, ჩვენ კი არაფერი გამოგვივიდა.  მათთან შედარებით ჩვენ დღეს ეს მოედანზე პატარა ბიჭები  ვიყავით. ჩვენს გუნდს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, განსაკუთრებით კი დაცვა გვაქვს გამოსასწორებელი, რომელიც პრაქტიკულად არ გვქონია.
 
მაიკ ფრატელო: მატჩი თავიდანვე ცუდად დავიწყეთ. პირველ ტაიმში მეტოქემ 51 ქულა ჩაგვივგდო, რაც ძალიან ბევრია.  საწუხაროდ თამაშზე კონტროლი დავკარგეთ და ვერაფერს გავწყვეთ.  საქართველოს  ნაკრებს ძალინძლიერი შემადგენლობა ჰყავს. წარმატებას ვუსურვებ ევროპის ცემპიონატის შესარჩევ მატჩებზე.
 
თორნიკე შენგელია: პირველი თამაშიდან მესამე მატჩამდე  ჩვენმა გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა და  მოთამაშეებიც კარგად შევეწყეთ ერთმანეთს.  საზღვარგარეთ ჩატარებული მახანაგური მატჩებთან შედარებით შედარებით ა მ ტურნირზე გაცილებით პროფესიონალურ დონეზე ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, ოფიციალურ თუ ამხანაგურ შეხვედრებში ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ და  მაქსიმუმი გავაკეთოთ.
 
მანუჩარ მარკოიშვილი: ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ჩვენი გუნდისთვის.  საზღვარგარეთ ჩატარებული მატჩებიდან სამში დავმარცხდით  და საკმაოდ ცუდად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, უკანახაზზე არსებული პრობლემები შედარებით გამოვასწორეთ და იმაზე უკეთ ვიასპარეზეთ, ვიდრე საზღვარგარეთ  ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში. 
 

 ლაშა კუპრაშვილის (www.worldsport.ge) ფოტოები