საქართველო ტუნისთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ ელვაშში ტურნირი დაასრულა და უკანასკნელ სათამაშო დღეს ტუნისთან წაგების მერე, კენ შილდსის ნაკრები საბოლოოდ, მესამე ადგილზე გავიდა.ბოლო შეხვედრაში არ წაგვივიდა სროლები. ჩვენმა მოთამაშეებმა 35 საშუალო სროლიდან მხოლოდ 13 შეასრულეს ზუსტად, ხოლო 20 სამქულიანიდან კი ზუსტი მხოლოდ 4 იდენტური ტყორცნა გამოდგა.ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში კვლავ კარგად ითამაშა მისმა ყველაზე გამოცდილმა წევრმა, კაპიტანმა ვატო ნაცვლიშვილმა, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 9 მოხსნა იყო. სამწუხაროდ, სხვებს თამაში არ წაუვიდათ, რაც საბოლოოდ წაგებაში აისახა.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ ნაწილს ფრანგულ პოში გაატარებს, რის მერეც დაგეგმილია ორი ტესტ-შეხვედრა დიდი ბრიტანეთის გუნდთან, რომლის ღირსებასაც “ჩიკაგო ბულზის” ლიდერი ლუოლ დენგი იცავს.

ტუნისი – საქართველო 68:4817:13, 16:17, 16:10, 19:8საქართველო: ცინცაძე (18 წთ. 5 ქ), ელისი (30 წთ. 13 ქ), მანუჩარ მარკოიშვილი (23 წთ. 5 ქ), სანიკიძე (34 წთ. 3 ქ. 7 მ), უგრეხელიძე (10 წთ) – გამყრელიძე (17 წთ), ტუღუში (16 წთ), ა. ბოისა (5 წთ), ნაცვლიშვილი (28 წთ. 14 ქ. 9 მ), შერმადინი (4 წთ. 2 ქ), ლეჟავა (3 წთ. 2 ქ), ბაბიაშვილი (11 წთ. 4 ქ).