საქართველომ უკრაინა 16 ქულით დაამარცხა!

საქართველომ უკრაინა 16 ქულით დაამარცხა!

თამაში საკმაოდ დაძაბულად დაიწყო. ორივე გუნდი ფრთხილობს და დაცვაზეა ორიენტირებული.  საწყისი 5 წუთის შემდეგ ანგარიში 4:4 იყო. ორივე გუნდი სამწამიანში გამაგრებას ცდილობდა, მაგრამ ფარქვეშ ვერც ერთმა ვერ მოახერხა უპირატესობის მოპოვება. მე–5 წუთისთვის მოედანზე ნიკოლოზ ცქიტიშვილი და გიორგი შერმადინი შემოვიდნენ.
 
რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ უკრაინამ პირველი სამქულიანი ჩააგდო. სტივენ ბურტის შორი სროლის სემდეგ ანგარიში სლავების სასარგებლოდ 9:4 გახდა. გიორგი შერმადინის ფარქვეშა და მარკიზ ჰაინსის საშუალო დისტანციიდან სროლის შემდეგ საქართველომ ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა – 8:9.
 

 
იგორ კოკოშკოვის გუნდი დაცვაში კარგად დგას და უკრაინელებს შეცდომების დაშვებას აიძულებს. უკრაინელები კი აცილებენ, მაგრამ ბურთსაც ხშირად ხსნიან. ორმხრივი შეცდომების ფონზე საკმაოდ უშედეგო თამაშია. პირველი მეოთხედის დასრულებამდე 1 წუთით ადრე უკრაინა 9:8 იგებს. თუმცა პეჩიროვმა სამქულიანი ჩაგვიგდო და სლავები 12:8 დააწინაურა პირველი მეოთხედის დასრულებამდე 45 წამით ადრე.
 
გიორგი შერმადინი საჯარიმოს ხაზიდან 2 ქულას ითვლის და ანგარიში 10:12 ხდება. თუმცა პეჩიროვი კვლავ აგდებს შორიდან და უკრაინა უკვე 5 ქულით წინაურდება. მარკიზ ჰეინესს შეტევაში ბურთი პირით ხაზს მიღმა ექცევა და კრაინელებმა ბოლო შეტევა სირენის თანხლებით წარმატებით დააგვირგვინეს. კირილე ფესენკოს ფარქვეშა სროლის შემდეგ ანგარიში 17:10 გახდა.
 
მეორე მეოთხედი ცქიტიშვილის სამქულიანით გაიხსნა, რასაც უკრაინელებმაც იგივეთი უპასუხეს. თორნიკე შენგელიამ შემდეგ ზედიზედ ჩააგდო ორქულიანები და 17:22. ქართველებს უჭირთ ფარქვეშ შესვლა, ზაზა ფაჩულიას საიმედოდ მეურვეობენ. ჰაინესი შორი ორქულიანით ანგარიშს 19:24 ხდის, თუმცა კოლჩენკოს სამიანით უკრაინელები 27:19 წინაურდებიან.
 
უკრაინას საიმედოდ აქვს დაკეტილი სამწამიანი ზონა. შენგელია შევიდა საჯარიმოში და ჯარიმით გააჩერეს, მაგრამ ახალგაზრდა ქართველმა ორივე საჯარიმო ააცილა, რასაც კირილე ფესენკოს ჯარიმის თანხლებით ჩაგდებული ორქულიანი მოჰყვა – 29:19 უკრაინის სასარგებლოდ.
 
გიორგი ცინცაძის სამქულიანით საქართველოს ნაკრები ჩამორჩენას 7 ქულამდე ამცირებს, რასაც უკრაინელთა წუთშესვენება მოჰყვა. ზაზა ფაჩულია ორქულიანს აგდებს და 26:31 ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე. საპასუხო შეტევაში ბურტი ორიანს ითვლის, რასაც მარკოიშვილი სამიანით პასუხიბს – 28:33. გიორგი ცინცაძის ზუსტი გარღვევის შემდეგ სამამდე (30:33) მცირდება უკრაინის უპირატესობა. ქართველები დაცვას აძლიერებენ და ბურთ ართმევენ უკრაინელებს. უკრაინელები მარკოიშვილზე უხეშობენ, მაგრამ მსაჯი არ აჯარიმებს მეტოქეს. სლავების ბოლო შეტევა წარუმატებელი გამოდგა და პირველი ნახევარიც დასრულდა.  
 მანუჩარ მარკოიშვილის ორქულიანით იხსნება მეორე ტაიმი და სხვაობა მინიმუმამდე მცირდება – 32:33. ფაჩულია შეტევაში ბურთს კარგავს და სწრაფ შეტევას პუსტოზვონოვი აგვირგვინებს. ფაჩულია მომდევნო შეტევაში ზუსტია – 34:35. ჩვენები დაცვაში კარგად ჩადგნენ და ბურთიც მოიპოვეს. სწაფი შეტევა გიორგი ცინცაძემ წარმატებით დააგვირგვინა და კოკოშკოვის გუნდმა პირველი წუთების შემდეგ პირველად მოიპოვა ლიდერობა – 36:36, რასაც ფრატელოს წუთშესვენება მოჰყვა.
 

წაგებისგან დაღვრემილი მაიკ ფრატელო
 
მანუჩარ მარკოიშვილი 4 მეტრიდან ზუსტად ესვრის – ანგარიში მესამე მეოთხედის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 38:35 ხდება ჩვენს სასარგებლოდ. ცინცაძის გონივრულად შესრულებული გარღვევის შემდეგ საქართველომ 5–ქულიანი უპირატესობა მოიპოვა – 40:45.
 
ლიშჩუკი ფარქვეშ გამოეპარათ ჩვენებს და სხვაობას 3 ქულამდე ამცირებენ უკრაინელები. ლიშჩუკზე შერმადინი ჯარიმდება, საჯარიმოებს ზუსტად აგდებს უკრაინელი და 40:39 მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე. ცინცაძის სამქულიანმა სულზე მოუსწრო ქართველებს, მორიგ შეტევაში ჩვენები დაცვაში კარგად დგებიან, ჰაინსი ბურთსბურთს ჭრის და მასზე არასპორტულად ჯარიმდებიან უკრაინელები. ჰაინსი 1 სროლას აგდებს – 44:39 და ბურთი ჩვენ შემოგვაქვს. შენგელიას ორქულიანი და ქართველები 7 ქულით წინაურდებიან – სირენამდე 3:30 წუთით ადრე. თორნიკე შენგელია ჩინებულ გარღვევას ახორციელებს და წარმატებით აგვირგვინებს შეტევას – საქართველო 9–ქულაინ უპირატესობას აღწევს: 48:39 სირენამდე 3 წუთით ადრე.
 
მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანი და 51:39. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2:30 წუთი რჩება. მანუჩარი სამქულიანს აცილებს, ბურტი კი საპასუხოდ ორქულიანს ითვლის – 51:41. მარკოიშვილი კვლავ არაზუსტად ესვრის შორ სროლას და უკრაინელების ცენტრ კირილ ფესენკოზე სირენამდე 1 წუთით ადრე  ფარქვეშ გიორგი ცინცაძე ჯარიმდება. კირილე ერთ საჯარიმოს აგდებს. შერმადინი შეტევაში ჯარიმდება, დაცვაში იგი კვლავ ჯარიმას იღებს ფესენკოზე, რომელიც ორივე სროლას აცილებს, თუმცა მოხსნისთვის ბრძოლაში ისევ შერმადინი ჯარიმდება, ამჯერად ლუკაშოვზე და ეს უკანასკნელი ორივე სროლას აგდებს – 51:44 სირენამდე 27 წამით ადრე. შეტევაში ცინცაძე ფარქვეშ შერმადინს აძლევდა პასს, მაგრამ ფესენკომ ჩაუჭრა და უკრაინელებს ბოლო შეტევის შანსი მიეცათ, თუმცა ლუკაშოვმა სამქულიანი ააცილა და ბოლო მეოთხედის შემდეგ საქართველოს 7-ქულიანი უპირატესობა შერჩა: 51:44.
 
საქართველოს ნაკრებმა მესამე მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა მეოთხეში კიდევ უფრო გაიმყარა. პერიოდის საწყისი 5–წუთეული კოკოშკოვის გუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა და 15–ქულიანი უპირატესობა მოიპოვა: 62:47. მომდევნო შეტევებში გუნდებმა ვერ დალაშქრეს მეტოქის ფარი – თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველო 15 ქულას იგებს და გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაა.
 დარჩენილ დროში იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანას და მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს. საქართველომ საბოლოოდ 16 ქულის სხვაობით დაამარცხა უკრაინა და ჯგუფიდან გასვლის საკითხში კონკურენტებზე გაცილებით უკეთეს სიტუაციაშია.
 
 
 
 
საქართველო 69:53 უკრაინა
10:17, 20:16, 21:11, 18:9
მსაჯები: ფაბიო პაჩინი (იტალია), ოლეგს ლატივევსი (ლატვია), მურატ ბირიჩეკი (თურქეთი)

 
 
საქართველო
4          გამყრელიძე              (0)
5          ვ. ბოისა                     (1)
6          ა. ბოისა                     (0)
7          ფაჩულია                  (6)
8          ცინცაძე                     (14)
9          შერმადინი               (4)
10        ფარღალავა              (0)
11        მარკოიშვილი          (14)
12        ჰაინესი                     (7)
13        სანიკიძე                   (8)
14        შენგელია                  (12)
15        ცქიტიშვილი            (3)
 
უკრაინა
4          პუსტოზვონოვი      (5)
5          ლუკაშოვი                (5)
6          ბურტი                      (11)
7          კოლჩენკო                 (2)      
8          ლიპოვი                    (0)
9          ზაბირჩენკო             (3)
10        სალტოვეცი              (0)
11        პეჩეროვი                  (11)
12        ლიშჩუკი                  (7)
13        კოზლოვი                 (0)
14        ფესენკო                    (7)
15        კრავცოვი                  (2)