საქართველოს 14-წლამდელთა საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში “ჰიუნდაი 2” და “ზაზა” შეხვდებიან

საქართველოს 14-წლამდელთა საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში “ჰიუნდაი 2” და “ზაზა” შეხვდებიან

საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატი 20 იანვარს დაიწყეება, მანამდე კი თბილისური გუნდებისთვის საკვალიფიკაციო ტურნირი მიმდინარეობს, რომელმაც უკვე გამოავლინა ის 8 გუნდი, რომლებიც ქვეყნის პირველობაზე გავლენ. თუმცა საკუთრივ საკვალიფიკაციოს გამარჯვებულიც უნდა გამოვლინდეს და ტურნირი უკვე ფინალურ სტადიამდე მივიდა. 

27 დეემბერს გამართულ ნახევარფინალებმა ტურნირის საჩემპიონო მატჩის მონაწილეები გაარკვია. “ჰიუნდაი 2”-მა საკმაოდ იოლად – 70:40 დაამარცხა “იბერი” და ფინალში გავიდა. “ჰიუნდაის 2” მეწყვილეც იოლად გავიდა ფინალში: “ზაზა 1”-მა 75:56 სძლია “აკადემიას”. ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები ერთმანეთს მესამე ადგილისთვის შეხვდებიან.

მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შესაბამისად 14:30-ზე და 17:30 საათზე  გაიმართება. 

წარმოდგენილ საპლეიოფო ბადეში მყოფი 8-ვე გუნდი გავიდა საქართველოს ჩემპიონატზე.