საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგის მეორე ეტაპში ჩაება

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგის მეორე ეტაპში ჩაება

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრის სათამაშოდ ლატვიის ქალაქ კანდავაში გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის რეგულარული ჩემპიონატი 3 წრისგან შედგება, თითოელში კი მისი მონაწილენი 5 მატჩს მართავენ. 

პირველი წრე გასული წლის 19-22 ოქტომბერს, ესტონეთის ქალაქ ვინიში გაიმართა, სადაც ალექსი ჯაფარიძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 5-დან 2 მატჩი მოიგო. მეორე წრეში დაგეგმილი 5 მატჩიდან ქარველებმა 2 დღეს გამართეს და თითო წაგებ-მოგება მიითვალეს. 

პირველ მატჩი საქართველოს ნაკრები რუსულ “ვოლგოგრადთან” 39:43 დამარცხდა. მეორე შეხვედრა ქართველებმა ყაზახურ “ბარსისთან” გამართეს და 47:25 იმარჯვეს. ჩვენი გუნდი ლატვიაში დარჩენილ 3 მატჩს შემდეგი განრიგით ჩაატარებს:

ჩეხოვსკი (რუსეთი) – საქართველო 11:00, 13 იანვარი
საქართველო – დინამო (მოსკოვი, რუსეთი) 17:40, 13 იანვარი
ტტუ (ესტონეთი) – საქართველო 15:00, 14 იანვარი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ოთო სულაკაური, ნუგზარ ბოჭორიშვილი, კოსტანტინე სუხიშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, ლუკა ხუციშვილი, საბა მურღულია, ლაშა მესხი, გიორგი მოსიაშვილი, ლუკა დოლიძე, ელგუჯა ხვედელიძე, გიორგი კუჭუხიძე, შალვა ჭეიშვილი