საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა, სადაც 7 ქვეყანა შეიკრიბა და ერთამანეთში საუკეთესოს გამოავლენენ. საქართველო ჯგუფში მოლდოვასთან და გიბრალტართან მოხვდა, მეორე ჯგუფში კი შოტლანდია, უელსი, მალტა და კვიპროსი განაწილდნენ.
საქართველოს ნაკრებს ნინო ყიფშიძე და შოთა იაქაშვილი წვრთნიან. პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ მოლდოვასთან გამართა, რომელიც 71:37 გაანადგურა. ჩვენს ნაკრებში 23 ქულთა და 24 მოხსნით საუკეთესო იყო კესო ბარბაქაძე. 16 ქულა დააგროვა თაკო პაპუაშვილმა, ხოლო 13 – ნოი ცომაიამ. 6 ქულა და 9 პასი ჰქონდა ეკა წივწივაძეს.
სქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 18 ივლისს, გიბლარტართან გამართავს. ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი ნახევარფინალში გავა და მეორე ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრებს ჯვარედინად დაუწყვილდება.