საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა “ა” ლიგის გათამაშება დაიწყო

საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა “ა” ლიგის გათამაშება დაიწყო

გასულ კვირას დაწყებულ 22-წლამდელთა ჩემპიონატს ამ კვირაში სხვა ასაკობრივებიც მიჰყვა. საქართველო 16 წლამდე ვაჟა საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს, “ა” ლიგაში 14 რჩეული გუნდი ასპარეზობს, მოგვიანებით კი დაიწყება “ბ” ლიგა, სადაც 24 გუნდი იქნება თავმოყრილი. 

“ა” ლიგის 14 გუნდი ერთ ჯგუფშია და რეგულარულ ჩემპიონატში 2 წრედ ითამაშებს. შესაბამისად, თითო გუნდს 26 მატჩის გამართვა მოუწევს, ხოლო მთლიანობაში მხოლოდ რეგულარულ ჩემპიონატში 182 მატჩი გაიმართება. 2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში, მეოთხედფინალიდან გააგრძელებს საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას, ბოლოადგილოსანი “ბ” ლიგაში დაქვეითდება, ხოლო დანარჩენები საკვალიფიკაციოს ქვედა ლიგელებთან ითამაშებენ.

16-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები თბილისში შუა კვირაში, ძირითადად ოთხშაბათობით გაიმართება. 12-15 ოქტომბერს მთლიანობაში 6 მატჩი გაიმართა. ვინგსმა და ვსა-მ 2-2 მატჩის ჩატარება მოასწო, რომელთაგან პირველმა ორივე შეხვედრა მოიგო, მეორემ კი – წააგო. გამარჯვებები მოიპოვეს თბილისი ბასკეტმა, ქუთაისმა, ზაზა ფაჩულიას აკადემიამ და რუსთავმა. (თამაშების შედეგები და სრული სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ვებ-გვერდის ცალკე განყოფილებაში) მომავალ ტურებში ლიდერები გამოიკვეთებიან და ბრძოლაც საინტერესო გახურდება.