საქართველოს 16-წლამდელებმა მინსკში ბელარუსთან 13 ქულით წააგეს

საქართველოს 16-წლამდელებმა მინსკში ბელარუსთან 13 ქულით წააგეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი გამართა და დაახლოებით ისეთი მარცხი იწვნია, როგორიც პირველ შეხვედრაში. ირაკლი ტომარაძის გუნდის მეტოქე მასპინძელი ბელარუსი იყო, რომელმაც პირველ ტურში დიდი წინააღმდეგობა გაუწია ლიტვას და მხოლოდ 3 ქულის სხვაობით – 64:67 დამარცხდა. მასპინძლებმა ბოლო მეოთხედშ გატეხეს საქართველოს ნაკრები და 13 ქულის სხვაობით – 81:68 გაიმარჯვეს.
 
პირველი მეოთხედი ბელარუსებმა 24:20 მოგვიგეს. მასპინძლებმა მეორე ათწუთეულშიც 4 ქულით იძალეს და დიდი შესვენებისთვის 41:33 დაწინაურდნენ. ქართველებმა კარგად ჩაატარეს მესამე პერიოდი, რისი 20:18 მოგების შემდეგ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს. გადამწყვეტ ათწუთეულში მასპინძლებმა სტუმრებს გაქანების საშუალება აღარ მისცეს და ტომარაძის გუნდი ზედიზედ მეორედ დამარცხდა.
 
საქართველოს ნაკრებში 18 ქულითა და 5 ჩაჭრით დავით ლომიძე გამოირჩა, ვისზე 2 ქულით ნაკლები ლევან გოგალაძემ (16) დააგროვა. ქართველთაგან 10-ქულიან ზღვარს კიდევ პრმა მოთამაშემ მიაღწია – ვილი ისიანმა 12, ხოლო თენგო სხირტლაძემ 10 ქულა დააგროვა.
ბელარუსი 81:68 საქართველო
24:20, 17:13, 18:20, 22:15

 
 
ტურნირის მეორე მატჩში ლიტვამ 85:63 გაანადგურა უკრაინა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს ნაკრები ხვალ, 9 დეკემბერს, სწორედ ლიტვას დაუპირისპირდება.
 
ლიტვა                        2          2          0          4
უკრაინა                       2          1          1          3
ბელარუსი                   2          1          1          2
საქართველო              2          0          2          2