საქართველოს 16-წლამდელებმა სლოვაკეთის ნაკრებსაც მოუგეს

ქართველი 16-წლამდელების მორიგი გამარჯვება. სლოვაკეთში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა გია კაზანჯიანის გუნდმა მეორე შეხვედრაშიც წარმატებას მიაღწია. გუშინ 18-წლამდელთა ადგილობრივი გუნდის განადგურების შემდეგ ქართველებმა დღეს სლოვაკეთის 16-წლამდელთა ნაკრები დაამარცხეს.
დღევანდელი შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა. კაზანჯიანის გუნდმა მატჩის დებიუტშივე დანაკლისი განიცადა, როცა გუნდის ზირითადმა გამთამაშებელმა ლუკა ზაქრაძემ ფეხი ამოიბრუნა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ექიმების თქმით, სერიოზული არაფერია და ზაქრაძე ხვალინდელი შეხვედრისთვის მზადყოფნაში იქნება. ქართველებმა ამის მიუხედავად მაინც მოახერხეს თამაშის სასურველ რიტმში წარმართვა და მეორე მეოთხედში 15 ქულინ უპირატესობას დაეუფლნენ.
მასპინძლეთა ნაკრებმა მესამე მეოთხედში გაიბრძოლა და ბოლოს ქართველებს რომ არ ეყოჩაღათ, შესაძლოა, სლოვაკებს მოეგოთ კიდეც, თუმცა საბოლოოდ ჩვენმა ბიჭებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და 74:71 გაიმარჯვეს. ჩვენიანთაგან საუკეთესო შედეგი „ორბი-კარდინალის“ წევრმა ლევან გოგალაზემ აჩვენა – 19 ქულა.
ჩვენი გუნდი სლოვაკური ტურნის ბოლო მატჩს უნგრეთის 16-წლამდელთა ნაკრებთან 4 ივლისს გამართავს. უნგრელებმა ცოტა ხნის წინ სლოვაკებთან 3 საკონტროლო მატჩი გამართეს და სამჯერვე იმარჯვეს. ასე რომ, კაზანჯიანის გუნდს ყველაზე ძლიერი მეტოქე ხვალინდელ შეხვედრაში ეყოლება. მატჩი თბილისის დროით 20:30 დაიწყება
 
16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. კეჟმაროკი. სლოვაკეთი. 3 ივლისი
სლოვაკეთი 71:74 საქართველო 
10:15, 24:25, 22:16, 15:18
საქართველო: გოგალაძე 19, ლომიძე 12, ბობილევი 12, მასხულია 6, კერესელიძე 6, პერტიაშვილი 5, მაჭავარიანი 5, ისიანი 4, გუგეშაშვილი 3, რევაზაშვილი 2, ზაქრაძე, ცინცაძე