საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგა დაიწყო

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგა დაიწყო

1 თებერვალს სტარტი აიღო საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგამ (დივიზიონმა), რომელშიც 24 გუნდი გუნდი მონაწილეობს. გუნდების ნაწილმა საკვალიფიკაციო ეტაპში წარმატებით მოიპოვა ლიგაში ადგილი, ნაწილი C დივიზიონიდან დაწინაურდა, 2 გუნდიც A ლიგიდან დაქვეითდა. 

24 გუნდი 6 ჯგუფში გადანაწილდა. თითო ჯგუფში 4 გუნდია და ისინი რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 2 წრედ ითამაშებენ. პლეი ოფში თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა (12 გუნდი), რომლებსაც 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი შეუერთდება და 16 გუნდი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებს.

ტურნირის პირველ დღეს – 1 თებერვალს თბილისი არენაზე 2 მატჩი გაიმართა, დღეს კი 5 შეხვედრა ჩატარდა. თამაშის ანგარიშებსა და სტატისტიკას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში.