საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჯგუფური ეტაპი სრულდება

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჯგუფური ეტაპი სრულდება

დღეს ოლიმპიურ სასახლეში სასახლეში საქართველოსა და თბილისის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ორგანიზატორი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა.

დღეს გაიმართა 6 მატჩი, რომლთაგან ყველაზე დაძაბული “აკადემია 2”-ისა და “გოას” დაპირისპირება გამოდგა. მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა “გოა”, მეორე ნახევარში 17 ქულითაც, თუმცა ბოლოსწინა წამზე მიღებული ბურთით 67:68 დამარცხდა.

ჯგუფებში 1 წრის შემდეგ 1-2 ადგილებზე გასული გუნდები პლეი ოფში ხომ გავლენ და ამავდროულად, საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ. ჯგუფებიდან ვერგასული გუნდები თბილისის ჩემპიონატში გადაინაცვლებენ, რომელიც 2019 წლის დასაწყისში აიღებს სტარტს.

რაც შეეხება მეოთხედფინალში გასულ გუნდებს, ისინი თბილისისა და საქართველოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირის მოასაგებად ბრძოლას პლეი ოფის სისტემით გააგრძელებენ. 

წარმოგიდგენთ დღეს გამართული 6 მატჩის შედეგს, სრულ სტატისტიკას, ფოტომასალას და ჯგუფური ეტაპის მიმდინარე ცხრილს 

ვინგზი – ოვერტაიმი 3 
სტატისტიკა: 77:48

იბერი – ზაზა 
სტატისტიკა: 31:104

ოვერტაიმი 2 – ქარი
სტატისტიკა: 68:29

ჰიუნდაი – აკადემია 3
ტატისტიკა: 82:44

დინამო – ორბი
სტატისტიკა: 91:65

აკადემია 2 – გოა
სტატისტიკა: 68:67