საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ჯგუფიდან ბურთების შეფარდების გამო ვერ გავიდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ჯგუფიდან ბურთების შეფარდების გამო ვერ გავიდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა. მაკედონიაში მიმდინარე ევროპირველობის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე, ბოლო ტურში, გია კაზანჯიანის გუნდი რუმინეთთან 47:64 დამარცხდა და IX-XVI  ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო.
 

 
რუმინეთთან მატჩი კარგად კი დაიწყეს ჩვენებმა, მაგრამ პირველი მეოთხედის შემდეგ მეტოქემ იძალა. მათი ცენტრი ანდრეი ჩიორდაში ქართველებმა ვერაფრით შეაჩერეს. ამ ახოვან კალათბურთელს რუმინელთა პირველ ტაიმში ჩაგდებული 36 ქულიდან 24 საკუთარ ანგარიშზე ჩაეწერა. მან 10 ცდიდან 9 ორქულიანი ჩააგდო. ერთი სიტყვით, მისი გამჩერებელი ვერავინ მოინახა. მიუხედავად იმისა, რომ არჩილ პულუზაშვილმა წინა მატჩის დარად ახლაც 8 დაფარება მიითვალა, ჩიორდაში მაინც თავის ნებაზე ნავარდობდა და უკვე პირველი ტაიმის შემდეგ რუმინელები 18 ქულის სხვაობით იგებდნენ.
 
რუმინელებმა აუღელვებლად მიიყვანეს მატჩი გამარჯვებამდე და ინგლისთან ერთად მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გააღწიეს. საბოლოოდ საქართველომ ბურთების შეფარდების გამო ვერ მოახერხა ჯგუფიდან გასვლა. ჯგუფის ბოლო მატჩში ლუქსემბურგმა მაკედონიას მოუგო და სამ გუნდს – საქართველოს, რუმინეთს და ლუქსემბურგს თანაბარი ქულები დაუგროვდათ. აქ კი ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებმა შედეგებმა თქვეს გადამწყვეტი სიტყვა. საქართველომ ლუქსემბურგს 3 ქულით მოუგო, რუმინეთთან კი 17 ქულით დამარცხდა და შესაბამისად მეორეზე გასვლა ვერ მოახერხა. ახლა საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფში გადაინაცვლებს, სადაც წარმატების შემთხვევაში მაქსიმუმ მე–9, უარეს შემთხვევაში მე–16 ადგილი შეიძლება დაიკავოს.
 
ევროპის ჩემპიონატი B დივიზიონი. შტრუმიცე. მაკედონია. 1 აგვისტო
 რუმინეთი 64:47 საქართველო
15:11 21:7 14:16 14:13
 
საბოლოო ცხრილი
1.         ინგლისი                   4          4/0       286/225           8
2.         რუმინეთი                4          2/2       248/250           6
3.         ლუქსემბურგი         4          2/2       279/292           6
4.         საქართველო           4          2/2       245/269           6
5.         მაკედონია                4          0/4       259/281           4
 
საკვალიფიკაციო ჯგუფი (IX-XVI ადგილებისთვის)
1.         საქართველო           1          1/0       70/67   2
2.         პორტუგალია          1          1/0       64/62   2
3.         ფინეთი                     1          0/1       62/64   1
4.         ლუქსემბურგი         1          0/1       67/70   1
 
3 აგვისტო
საქართველო – პორტუგალია      16:00
4 აგვისტო
ფინეთი – საქართველო                18:45