საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების თითო მოგებ-წაგება ესტონეთში

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების თითო მოგებ-წაგება ესტონეთში

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთში გუშინ და დღეს 2 საკონტროლო მატჩი გამართა და მასპინძელ თანატოლთა ნაკრებს მოგებ-წაგებით გაეყარა.
პირველი შეხვედრა გია კალანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა 20 ქულით – 56:76 წააგო, თუმცა, როგორც მატჩის მსვლელობას ეტყობოდა, ქართველებს მოგება შეეძლოთ. ნაკრების მენეჯერის, შოთა ბენდელიანის თქმით, ესტონელებმა მეორე მეოთხედში ქართველების ინერტულობით ისარგებლეს და მოპოვებული უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.

რატიკალურად განსხვავებული გამოდგა მეორე შეხვედრა, რომელშიც ქართველმა 16-წლამდელებმა 18-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს. ორივე მატჩის სასტარტო ხუთეულში ითამაშეს გიგი გოგობერიშვილმა, ლევან გოგოალაძემ და ვილი ისიანმა. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად გამოირჩეოდა და ორივე მატჩში ორმაგი. პირველ ჯერზე ისიანმა 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, დღეს კი, ქართველების გამარჯვებაშიც ორმაგდუბლიანი წილი დაიდო – 15 ქულა და 10 მოხსნა.
საქართველოს ნაკრები საქართველოში დღეს დაბრუნდება და ხვალ გეზს ბულგარეთისკენ აიღებს, სადაც  – 17 და 18 ივლისს – მასპინძელთა ნაკრებთან 2 საკონტროლო შეხვედრას გამართავს. თბილისში დაბრუნებულ ნაკრების შემადგენლობაში მთავარი მწვრთნელი ცვლილებებს მოახდენს, 2 კანდიდატის ნაცვლად გუნდში 3 სხვას ჩასვამს და ბულგარეთში 13 მოთამაშით გაემგზავრება.  
 
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. ტალინი. 13 ივლისი
ესტონეთი 76:56 საქართველო
19:29, 25:7, 15:12, 17:17
საქართველო: გოგალაძე (4), გოგობერიშვილი (11), ლომიძე (4), ალიევი (6ქ, 4მ), ისიანი (15ქ, 15მ, 3ჩ); კერესელიძე (2), ქვარაია, ცქიფურიშვილი (8), თვალაბეიშვილი (2), გიორგაძე (2), ხსირტლაძე (2), აფხაზავა
 
საქართველო 61:43 ესტონეთი
24:12, 9:7, 14:10, 14:14
საქართველო: გოგალაძე (8ქ, 4მ), გოგობერიშვილი (6ქ, 5 მ, 3პ), სხირტლაძე, გიორგაძე (2ქ, 5მ), ისიანი (15ქ, 10მ, 3ჩ), ალიევი (4ქ, 4მ, 5 დაფარება), კერესელიძე (2), ქვარაია, ცქიფურიშვილი (5ქ, 5მ), ლომიძე (15), თვალაბეიშვილი, აფხაზავა (4ქ, 4მ, 2ჩ)