საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიას დამაჯერებლად მოუგო

საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიას დამაჯერებლად მოუგო

საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა. გია კაზანჯიანის გუნდმა, რომელიც ჯგუფფიდან ვერგასვლის შემდეგ 9–16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო, საკვალიფიკაციო ჯგუფში შვეიცარიას შეხვდა და 69:52 დაამარცხა. 12–12 ქულით ქართველებს გიორგი გუგეშაშვილმა და ლუკა ზაქრაძემ ულიდერეს, რომელთან ერთადაც 10–ქულიანი ზღვარი ლევან მასხულიამ და დავით ლომიძემაც დაძლია.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და 9–12 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. 2 მოგებითა და 1 მარცხით კაზანჯიანის გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პარალელურ ჯგუფში პირველზე გასულ ბელარუსს ზეგ, 28 ივლისს დაუპირისპირდება. მეორე წყვილში ჰოლანდია და ფინეთი და ჰოლანდია შეხვდებიან. გამარჯვებულები ერთმანეთს მე–9 ადგილისთვის შეხვდებიან, ხოლო დამარცხებულები 11–12 ადგილს გაითამაშებენ.
28 ივლისს, საქართველოსა და ბელარუსის მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. IX-XVI ადგილებისთვის. რუმინეთი. ბუქარესტი. 26 ივლისი
შვეიცარია 52:69 საქართველო
14:19, 16:22, 11:11, 11:17
სრული სტატისტიკა:
http://u16men.fibaeurope.com/enDivB/cid_IIYgusIDGZQ9Od8JC9C9x0.gameID_8932-H-3-2.compID_YUjW-7-FJ,kK9s431Lyr41.season_2012.roundID_8815.teamID_.html