საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი კადეტების მეტოქე სომხეთის ნაკრები იყო. საკალათბურთო აკადემიაში გამართული შეხვედრის პირველი ნახევრის მეტნაკლებად თანაბარი იყო, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა საბოლოოდ წარმატებას მიაღწიეს – 54:45.
პირველი მეოთხედი მასპინძელთა სასარგებლოდ – 16:7 დასრულდა. სომეხმა კალათბურთელებმა მეორე მეოთხედიდან თამაში გამოასწორეს და დიდი შესვენებისთვის ანგარიში გათანაბრდა – 24:24. მეორე ტაიმიდან საქართველოს ნაკრებმა სისწრაფეს და სიზუსტეს მოუმატა, რისი წყალობითაც მომდევნო პერიოდები წარმატებით წარმართა და საბოლოოდ 54:45 გაიმარჯვა.
ქართველთაგან 11–11 ქულით საუკეთესო შედეგით საბა მგალობლიშვილმა და გიორგი გუგეშაშვილმა აჩვენეს, ლევან მასხულიამ კი 9 ქულა მიითვალა.
საქართველოს ნაკრები სომეხ თანატოლებთან მორიგ საკონტროლო მატჩს აკადემიის დარბაზში დღეს 17 საათზე გამართავს.
ამხანაგური მატჩი. კალათბურთის აკადემია. 21 დეკემბერი. 21 საათი
საქართველო (U-16) 54:45 სომხეთი (U-16)
16:7, 8:17, 17:11, 13:10
საქართველო: ბობილევი (2), გუგეშაშვილი (11), ცინცაძე (2), მგალობლიშვილი (11), მაჭავარიანი (4), მასხულია (9), ტაბაღუა (4), რევაზაშვილი (6), ემირიძე (1), ისიანი (2), ხალათიანი (2), გოგალაძე
სომხეთი: ჰაჯი–მინასიანი (16), სმირნოვი (10), გევორქიანი (9)