საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალურ მატჩში მალტა დამაჯერებელი სხვაობით 37:61 დაამარცხა და  “ბ” დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქართული გუნდი ჩემპიონატის განმავლობაში მუდამ ლიდერობდა და ოთხივე თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვა. გამონაკლისი იყო ნახევარფინალური შეხვედრა ალბანეთთან, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა, თუმცა ჩვენი გუნდის სამწვრთელო შტაბმა, ფსიქოლოგიურად მძიმე ფინალის სწორად დაგეგმვა და ევროპის “C” დივიზიონის მოგება დამსახურებულად მოახერხა.

მსგავსად სხვა თამაშებისა ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი ფინალშიც ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა და 19 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. აღსანიშნავია ნატალი ჩუტკერაშვილის თამაში რომელმაც 12 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. მსგავსად წინა შეხვედრებისა, ფინალშიც გამოირჩეოდა სალომე სვანი, მან გუნდს 12 ქულა და 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. 11 ქულა და 8 მოხნა კი ანა ნამგალაძის ანგარიშზეა.  

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა სალომე სვანი, ხოლო ჩვენი გუნდის შეუჩერებელი ცენტრი, ლიკა კვირკველია სვანთან ერთად C დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა. 

 

ფინალის სრული ჩანაწერი: