საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ისლანდიასთან წააგო

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ისლანდიასთან წააგო

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე მატჩი ისლანდიასთან გამართა და 41:93 დამარცხდა. ავსტრიაში მიმდიარე ტურნირში 24 გუნდი მონაწილეობს, საქართველო კი A ჯგუფში, რამდენიმე ფავორიტთან ერთად მოხვდა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა უკვე მოილია მატჩები რუმინეთთან (39:115) და ისლანდიასთან (41:93), წინ კი ჯგუფის კიდევ 3 მატჩი ელის – ფინეთთან, პორტუგალიასთან და ერთ-ერთ აუტსაიდერ კვიპროსთან. 

ისლანდიასთან მატჩის პირველი პერიოდი ქართველებისთვის ყველაზე სუსტი გამოდგა. ჩრდილოელებმა 33:7 იმარჯვეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად სათავისოდ გადაწყვიტეს. საბოლოოდ ქართველებმა 52 ქულით წააგეს და ჯგუფში კვიპროსთან ერთად 5-6 ადგილებს იყოფენ.

ისლანდიასთან მატჩში ჩვენი გუნდიდან 10-ქულიან ბარიერს მხოლოდ ნატალია ოთხმეზურმა გადააბიჯა, რომელმაც 18 ქულა მოაგროვა. 5-5 ქულა ოაგროვეს სამლომე კალანდაძემ და ვიქტორია გეგეშიძემ, ხოლო 4-4 – ნინო გადელიამ, გვანცა ბოჭორიშვილმა და მარიამ ღარიშვილმა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერ ფინეთთან 5 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს.

საქართველო – ისლანდია
სტატისტიკა: 41:93