საქართველოს 18-წლამდელ ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

საქართველოს 18-წლამდელ ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

კოსოვოში მიმდინარე FIBA U18 ქალთა ევროპის ჩემპიონატის (C დივიზიონი) ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა B ჯგუფში სამი შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ორი გამარჯვებით დაასრულა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი დაიკავა.

ლელა ცანავასა და მისი ასისტენტის, ნატალია ოთხმეზურის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი შემდეგი შედეგებით დაასრულა:

 21 ივლისი: კოსოვო — საქართველო 75:51

 22 ივლისი: საქართველო — სომხეთი 81:71

 23 ივლისი: საქართველო — გიბრალტარი 77:44

B ჯგუფის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

 

ჯგუფში დაკავებული მეორე ადგილით საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც A ჯგუფის გამარჯვებულს — **კვიპროსის ნაკრებს** დაუპირისპირდება (კვიპროსელებმა თავიანთ ჯგუფში ორივე მატჩი მოიგეს).

ნახევარფინალური შეხვედრა შაბათს, 25 ივლისს, ქალაქ პეიაში გაიმართება.