საქართველოს 18-წლამდელებმა ინგლისთან ოვერტაიმში წააგეს

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს არ გაუმართლა. ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მორიგ მატჩში მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა დამატებით დროში ინგლისთან 59:61 წააგო. ქართველებმა წინა მატჩიც ოვერტაიმი ითამაშეს, თუმცა მაშინ ლუქსემბურგს მოუგეს, ამჯერად კი ბრიტანელებთან არ გაუმართლათ და 2 ქულით დამარცხდნენ.
 
საქართველოს ნაკრები პირველი ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა და ახლა IX-XVII ადგილებისთვის იბრძვის. ბერუაშვილის გუნდში 9 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო ბექა ბურჯანაძე იყო ლევან ლოლიშვილისა და ირაკლი მიქელაძის ანგარიშზე კი 11-11 ქულაა. ხვალ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.
 
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ვარნა. ბულგარეთი. 27 ივლისი
საქართველო 59:61 ინგლისი
        15-16, 8-19, 19-7, 11-11, 6-8