საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის “ა” ლიგა 14 გუნდითა და გიორგი დოხნაძის სამმაგი დუბლით დაიწყო

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის “ა” ლიგა 14 გუნდითა და გიორგი დოხნაძის სამმაგი დუბლით დაიწყო

ასაკობრივ ჩემპიონატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სავარაუდოდ 18-წლამდელები იქნება, რომელშიც არაერთი კარგი გუნდი და პერსპექტიული კალათბურთელი თამაშობს. ერთ-ერთი ფავორიტი იქნება საკალათბურთო კლუბი ვინგსი, რომელმაც ტურნირის გახსნის მატჩში კიდევ ერთი ფავორიტი ვსა (ვიქტორ სანიკიძის აკადემია) დაამარცხა. 

მეორე მატჩში ვსა-ს მეტოქე კიდევ ერთი ამბიციური – ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახლდათ და სქორედ ამ შეხვედრაში დაფიქსირდა საინტერესო შედეგი. ვსა-ს ცენტრმა, გიორგი დოხნაძემ სამმაგი დუბლი მოაგროვა. მის ანგარიშზე 20 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი დაგროვდა. მისი თანაგუნდელი და დავით ჭუაძემაც მიუახლოვდა სამმაგს – 22 ქულა, 8 პასი, 8 ჩაჭრა. თავად მატჩი ვსა-მ დამაჯერებლად – 105:76 მოიგო. (თამაშების შედეგები და სრული სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ვებ-გვერდის ცალკე განყოფილებაში)

“ა” ლიგის 14 გუნდი ერთ ჯგუფშია და რეგულარულ ჩემპიონატში 2 წრედ ითამაშებს. შესაბამისად, თითო გუნდს 26 მატჩის გამართვა მოუწევს, ხოლო მთლიანობაში მხოლოდ რეგულარულ ჩემპიონატში 182 მატჩი გაიმართება. 2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში, მეოთხედფინალიდან გააგრძელებს საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას, ბოლოადგილოსანი “ბ” ლიგაში დაქვეითდება, ხოლო დანარჩენები საკვალიფიკაციოს ქვედა ლიგელებთან ითამაშებენ.