პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა. ირაკლი ძიძიგურის, ნიკა მეტრეველისა და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა და ბრძოლას ტურნირზე 17-22 ადგილების დასაკავებლად იბრძოლებს.
ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-5 მატჩი საქართველომ ბოსნიასთან გამართა და მეოთხე მარცხი განნიცადა. ირაკლი ძიძიგურის გუნდმა შეხვედრა 19 ქულით დათმო – 74:93 (სტატისტიკა). ბოსნიელებმა პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგეს, ხოლო ბოლო მეოთხედის წინ კი 6 ქულას იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოზე 13 ქულით მეტი ჩააგდეს.
ალექსანდრე დაუშვილის ანგარიშზე 15 ქულა და 9 მოხსნაა, ნიკოლოზ აბულაძემ 13 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ანრი ბელთაძეს კი ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა – 11 ქულა, 8 მოხსნა.
საქართველომ 1 მოგებითა და 4 მარცხით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა. 17-22 ადგილებისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ნორვეგია იქნება, რომელსაც ჩვენი გუნდი 29 ივლისს დაუპირისპირდება.