საქართველოს U18 ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა და დღესვე ისრაელს შეხვდება

საქართველოს U18 ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა და დღესვე ისრაელს შეხვდება

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმში მიმდინარე ამხანაგური მატჩების სერიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. თემურ კანკიასა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბელარუსის ნაკრებს საკმაოდ იოლად – 103:72 სძლია. ქართველებმა დამაჯერებელი რევანში აუღეს ბელარუსებს, რომელთანაც 25 ივნისს ბათუმში გამართული პირველი მატჩი 64:67 წააგეს.

საქართველოს ნაკრებს ამჯერად არაფერი გასჭირვებია. კანკიას გუნდმა პირველივე წუთებიდან მოიპოვა ხელჩასაჭიდი ლიდერობა და შეხვედრა ისე დამთავრდა, არანაირი პრო ლემა არ შექმნია. საწყისი პერიოდი ქართველებმა 30:18 მოიგეს, ხოლო მეორეში 28:16 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 24 ქულით გალიდერდნენ. მატჩის მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა. საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ 31 ქულის სხვაობით – 103:72 გაიმარჯვა, რაც გუნდური თამაშის შედეგია. 

ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა ირაკლი სულხანიშვილს, რომელმაც 25 ქულა, 10 ოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი მოაგროვა. რატი ანდრონიკაშვილმა 13 ქულა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 3 მოხსნა მიითვალა. ლაშა მიქელაძემ და ლადო სარალიძემ 11-11 ქულა დააგროვეს.

საქართველოს ნაკრები დღესვე მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა 30 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო ორგანიზატორებმა შეხვედრა დღეს გადმოიტანეს. საქართელომ ისრაელთან დღეს, 29 ივნისს, 21:00 საათზე ითამაშებს

ბელარუსი U18 – საქართველო U18
სტატისტიკა: 72:103