საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი ასპარეზობა დაასრულა, სადაც 22 მონაწილეს შორის მე-16 ადგილი დაიკავა. ლექსო ლაფანაშვილის, ანდრო ანთელიძის და ნიკა მსხალაიას გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის შემდეგ გამარჯვება ვეღარ მოიპოვა და ასპარეზობა მე-16 ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 4-დან 2 მატჩი მოიგო და ბურთების შეფარდების გამო პლეი ოფში ვერ გავიდა, რის შემდეგაც ბრძოლა მე-9 ადგილისთვის განაგრძო. სამივე მატჩი რომ მოეგო, ქართველები მე-9 ადგილს დაიკავებდნენ, თუმცა ირლანდიასთან (გუშინწინ), რუმინეთთან (გუშინ) და სლოვაკეთთან (დღეს) მატჩები დათმეს. სლოვაკეთთან მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებზე, სლავების სასარგებლოდ გადაწყდა – 70:66 (სტატისტიკა).
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან სათამაშო დარჩა 16-წლამდელებს, რომლებიც 18 და 20-წლამდელებისგან განსხვავებით, A დივიზიონში არიან. ტურნირი 9-17 აგვიტოს, საბერძნეთის ქალაქ ჰერაკლიონში გაიმართება.