საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი უნგრეთთან მარცხით დაიწყო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი უნგრეთთან მარცხით დაიწყო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის გათამაშებაში ჩაება. ტურნირს ბულგარეთი მასპინძლობს და ჯგუფში ჩვენი ნაკრები მასპინძელ ბულგარეთთან, უნგრედთან და ლუქსემბურგთანაა. მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ჯგუფური გათამაშება წარუმატებლად დაიწყო – უნგრეთთან 41:69 დამარცხდა.
 
ქართველებმა პირველ მეოთხედში სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და 11:15 დამარცხდნენ. მეორე ათწუთეულიდან კი უნგრელებმა მატჩის სადავეები ხელთ იპყრეს და ანგარიშსაც სათავისოდ ზრდიდნენ. საბოლოოდ უნდრელებმა დამაჯერებელი სხვაობით მოიგეს.
 
ქართველთაგან ყველაზე მეტი – 8 ქულა ალექსანდრე ჩოჩიამ მოაგროვა, ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე კი 7 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა. მომდევნო მატჩს ბერუაშვილის გუნდი ზეგ, 23 ივლისს, მასპინძელ ბულგარეთთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.
 
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბულგარეთი. 21 ივლისი
უნგრეთი 69:41 საქართველო
15-11   17-10   25-9   12-11