საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგია გაანადგურა და მე-15 ადგილი დაიკავა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მე-15 ადგილზე დაასრულა. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის დასკვნით მატჩში ნორვეგიის ნაკრები 70:47 გაანადგურა.
 
პირველი მეოთხედი ქართველებმა 1 ქულით – 16:17 წააგეს, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქე ყველაფერში დაჯაბნეს და საბოლოოდ 23 ქულის სხვაობით დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებშ საუკეთესო კვლავ ბექა ბურჯანაძე იყო, რომელმაც 14 ქულა, 14 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მეორე ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ათქულიანი ზღვარი გადალახა, გიორგი ცირეკიძეა. მის ანგარიშზე 11 ქულა და 5 მოხსნაა.
 
A დივიზიონის საგზურები ბულგარეთმა და დანიამ მოიპოვეს, რომლებიც ფინალურ მატჩს 31 ივლისს ითამაშებენ.
 
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ვარნა. ბულგარეთი. 30 ივლისი
მატჩი მე-15 ადგილისთვის
საქართველო 70:58 ბელგია
16-17, 15-6, 16-7, 23-17