საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ტესტ-სერია დაასრულა

დასრულდა ოთხმატჩიანი ტესტ-სერია საქართველოსა და უკრაინის ნაკრებთა შორის. მესამე შეხვედრა რუსთავში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა, როდესაც სტუმრებმა 19 ქულით მოიგეს და დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა, უკრაინელებმა კი საკმაოდ კარგად გამოიყენეს სამიანები და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.
მეოთხე შეხვედრა კალათბურთის ბავშვთა აკადემიაში შედგა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი პირველი ტაიმი წინ საქართველოს ნაკრები იყო, სტუმრები დიდი სხვაობის დაფიქსირების საშუალებას არ აძლევდნენ ოპონენტს. უკრაინელებმა 39 საჯარიმოდან 21 გააფუჭეს, მაგრამ მაინც იმარჯვეს, რადგან დასკვნით მომენტებში საქართველოს ნაკრების წევრებზე ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ.
ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა უკრაინელთა ლიდერმა ლებედინცევმა, რომელმაც მესამე მეოთხედში 14 ქულა შესძინა გუნდს და შეხვედრა სწორედ მისმა დამაჯერებელმა გამოსვლამ შეატრიალა.
საბოლოოდ, სერია ფრედ 2:2 დასრულდა, საქართველოს ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
საქართველო – უკრაინა 61:713:22, 15:18, 19:19, 24:12
საქართველო: ტომარაძე (10 ქულა, 3 პასი), მეტრეველი (8 ქულა, 8 მოხსნა).უკრაინა: ოტვერჩენკო (14 ქულა), დმიტრიენკო (14 ქულა), ლებედინცევი (10 ქულა, 5 პასი).
საქართველო – უკრაინა 70:7620:16, 13:12, 20:24, 17:24
საქართველო: მეტრეველი (20 ქულა, 12 მოხსნა), მაისურაძე (6 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი).უკრაინა: ლებედინცევი (27 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 5 ჩაჭრა).
მიხეილ კობეშავიძე: “დიდი მადლობა უკრაინის ნაკრებს აღნიშნულ მატჩებში მაქსიმუმის დემონსტრირებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ამ ტესტ-სერიის ორგანიზებისთვის. ორჯერ ვიმარჯვეთ, ამდენივე შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია – სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ვეცდებით, საუკეთესო ფორმაში ევროპის ჩემპიონატისთვის შევიდეთ.”
ოლეგ რუბანი: “დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას აღნიშნული მატჩების ორგანიზებისთვის. ეს სერია ჩვენც გამოგვადგა დ ქართველებსაც. ორივე ნაკრებს საპასუხისმგებლო მატჩები ელის და იმედი მაქვს, ორივენი მოვახერხებთ დასახული მიზნის რეალიზებას.”