საქართველოს 18-წლიანებმა მეორე მატჩიც მოიგეს

საქართველო – უკრაინა 81:6123:19, 19:20, 25:7, 14:15
საქართველო: მეტრეველი (20 ქულა, 13 მოხსნა, 3 პასი), ტომარაძე (18 ქულა, 4 მოხსნა), ჩიკვილაძე (15 ქულა), ჩაჩიბაია (12 ქულა, 3 მოხსნა).უკრაინა: ლებედინცევი (11 ქულა), დმიტრიენკო (9 ქულა).

მეორე მატჩიც თავის სასარგებლოდ დაასრულა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, რომელმაც უკრაინელი თანატოლები 81:61 დაამარცხა.
ჩვენს გუნდში ამჯერადაც ნიკა მეტრეველი და კოკა ტომარაძე გამოირჩნენ. მეტრეველს მარტო პირველ მეოთხედში მეტოქის ფარზე გაკეთებული სამი მოხსნა დაუგროვდა, ტომარაძემ კი ამჯერადაც პროდუქტიულად ითამაშა.
ბექა ჩიკვილაძემ რამდენიმე სამიანი გამოიყენა და ასევე შეუწყო ხელი საქართველოს ნაკრების გამარჯვებას, ხოლო მეტრეველმა კი შეხვედრა ორმაგი დუბლით ჩაამთავრა.
ნამატჩევს გუნდების თავკაცებმა თავიანთი შეგირდების გამოსვლა შეაფასეს.
მიხეილ კობეშავიძე: “უკრაინას საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს და მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ეს გუნდი 3-4 შეხვედრის მოგებასა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას მოახერხებს. უბრალოდ, ახლა, უკრაინის ნაკრები შორს არის ოპტიმალური კონდიციებისგან. ჩვენც ორი წამყვანიო მოთამაშე გვაკლდა და მათთან ერთად კიდევ უფრო გავძლიერდებით. დღეს, პირველ მატჩთან შედარებით, ბევრად უკეთ ვითამაშეთ.”
ოლეგ რუბანი: “საქართველოს ნაკრებს ბოდიშს ვუხდი, რომ ასეთი სუსტი სპარინგ-პარტნიორი გამოვდექით. ქართველებისთვის ბევრს ნიშნავს თავიანთი ქვეყნის სახელით თამაში, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს მოთამაშებზე, რომელთაგან რამდენიმეს ალბათ, დავემშვიდობებით კიდეც.”