საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ნაკრები მორიგი მარცხი ევროპის ჩემპიონატზე. დავით უსტიაშვილის გუნდი მონტენეგროსთან ღირსეულად დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის განმავლობაში ექსიუგოსლაველების უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარდა, შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ ქართველებს ბოლო პერიოდში წარმატების შანსი გამოუჩნდათ.
მეოთხე ათხუთეულის შუასი, დუდა სანაძის, ოთო ფხაკაძისა და ბექა ბურჯანაძის აქტიურ თამაშს ჩამორჩენის 10 ქუკლამდე შემცირება მოყვა – 68:58, თუმცა ექსიუგოსლავიელები გონს მოეგვნენ. ნიკოლიჩისა და მუგოსას ზუსტი სროლების შემდეგ, თამაშის დასრულებამდე 2:32 წუთით ადრე მონტენეგრო 74:48 დაწინაურდა.
ქართველებისთვის ყველაფერიც აქ დამთავრდა. შეხვედრა მონტენეგროელებმა 81:65 დასრულდა. ჩვნს ნაკრებში 22 ქულით საუკეთესო დუდა სანაძე გახლდათ, ხოლო ბექა ბურჯანაზემ 20 ქულა და 8 მოხსნა დაუგროვდა. თუმცა საქართველომ საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე თამაში მაინც წააგო და გასამართი კიდევ 4 შეხვედრა დარჩა. ხვალ, 18 ივლისს, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის ფავორიტ შვედეთს შეხვდება. მატჩი ჩვენი დროით ღამის 10 საათზე დაიწყება.
 ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. სლოვენია. ლიუბლიანა. 17 ივლისი
საქართველო 65:81 მონტენეგრო
8:26, 20:17, 22:21, 15:17
სრული სტატისტიკა:
http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=14947