გაირკვა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ბოსნიაში მიმდინარე ევროჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე. მას შემდეგ, რაც საქართველომ წარმატებით დაძლია პირველი ჯგუფური ეტაპი და პირველ ადგილზე გავიდა, საამისოდ ჩვენებს ეგრედ წოდებული ბონუსი ერგოთ. რაკი ჩვენთან ერთად მეორე ჯგუფურ ეტაპზე ესტონეთი გავიდა, რომელიც საქართველოს დამარცხებული ჰყავდა, საქართველო მეორე ჯგუფს 2 ქულით დაიწყებს. ანუ საქართველო ესტონეთს აღარ შეხვდება და მასთან პირველ ეტაპზე მოგებული ქულები დაეწერება.
ანუ საქართველომ მეორე ჯგუფში 2 მატჩი უნდა გამართოს. ჩვენი მეტოქეები B ჯგუფში პირველ–მეორეზე გასულები იქნებიან: დანია და ბულგარეთი. ქართველებთან ერთად დანიელებსაც პრემიალური ქულა აქვთ, რადგან მათ ჯგუფურ ეტაპზე ბულგარელებს მოუგეს.
ამ ჯგუფიდან გასული 2 ნაკრები ნახევარფინალში გავა. საიდანაც სანუკვარი A დივიზიონი ერთ ნაბიჯშია. ნახევარფინალის მომგები გუნდები მომავალ წელს ელიტარულ დივიზიონში ითამაშებენ.
20 ივლისი
საქართველო – ბულგარეთი 16:00
ესტონეთი – დანია 18:15
21 ივლისი
დანია – საქართველო 20:30
ბულგარეთი – ესტონეთი 22:45
1. დანია 1 1/0 72/61 2
2. საქართველო 1 1/0 88/87 2
3. ესტონეთი 1 0/1 87/88 1
4. ბულგარეთი 1 0/1 61/72 1