საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში დანაკლისია

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში დანაკლისია
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში დანაკლისია.
დღეს, გერმანიასთან ევროჩელენჯის მატჩში ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, რომელმაც თურქეთთან მატჩში მეტოქესთან შეჯახების გამო ტრავმა მიიღო.
 
ნაკრების ექიმის, თორნიკე გოგიჩაიშვილის კომენტარი:
“თურქ მოთამაშესთან უხერხულად შეჯახების შემდგომ ჩატარდა მკერდის სხეულის და ტარის შესახსრების ულტრასონოგრაფიული კვლევა. პირველადი დაკვირვებით არაფერია საგანგაშო, თუმცა შემდგომში საჭიროებს დეტალურ გამოკვლევას და გაკეთდება მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია”.
 
გაფრინდაშვილმა გუშინ, თურქეთთან მოგებულ მატჩში 16 ქულა მოაგროვა და საერთო შედეგიანობით ჩვენს გუნდში მხოლოდ ლაშა მიქელაძეს (კაპიტანმა 22 ქულა დააგროვა) ჩამორჩა. მან თამაში ბოლომდე ჩაამთავრა, თუმცა მოგვიანებით მეტოქესთან შეჯახების გამო მკერდი ასტკივდა და როგორც გაირკვა, დღეს, გერმანიასთან მატჩში ვერ ითამაშებს.
 
საქართველოსა და  გერმანიის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
adjarabet.com | საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი
 
FIBAU20EUROPE