საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რუსული “ოლიმპი 97” გაანადგურა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რუსული “ოლიმპი 97” გაანადგურა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში მესამე გამარჯვება იზეიმა. ევროპის ახალგაზრდულ ლიგის მეორე წრეში დაგეგმილი 5 მატჩიდან 3 უკვე ჩატარდა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ყველა მათგანი იოლად მოიგო. ქართველების მორიგი მსხვერპლი რუსული კლუბი “ოლიმპი 97” გამოდგა, რომელიც ჩვენებმა 80:52 (სტატისტიკისთვის დააკლიკეთ) დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო კვლავ გიორგი კორსანტია გახლდათ, რომელმაც 23 წუთში 18 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა მიითვალა გიორგი კუჭავამ, აკაკი ფიფიას ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. 

დღეს საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს: თბილისის დროით 17:30 საათზე შვედურ “ლულეასთან” შეხვედრა დაიწყება.