საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთთანაც წააგო და საკვალიფიკაციოს მეტოქეებს ელოდება

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთთანაც წააგო და საკვალიფიკაციოს მეტოქეებს ელოდება

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი დაასრულა და საკვალიფიკაციო ჯგუფში გადაინაცვლა, სადაც 13-20 ადგილებისთვის იბრძოლებს. დავით უსტიაშვილის გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონატის 17 გუნდში მოხვედრა იქნება, რადგან ბოლო 3 გუნდი B დივიზიონში ვარდება.
საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს მეტოქეები მოგვიანებით გამოვლინდებიან, როცა მატჩები ყველა ჯგუფში დამთავრდება. რაც შეეხება ბოლო ტურის მატჩს, ქართველები სერბეთს შეხვდნენ.  სატურნირე თვალსაზრისით მატჩს მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა, რადგან ჯგუფიდან ვერც ერთი ნაკრები ვერ გადიოდა.
სერბებმა პირველი მეოთხედი 21:16 მოიგეს, მეორე მეოთხედში კი ლიდერობა გაიმყარეს და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 48:31. მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. სერბებმა მატჩი ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანეს და საბოლოოდ 89:52 იმარჯვეს.
ქართველთაგან 10-ქულიან ზღვარს ვერავინ მიაღწია. სამმა კალათბურთელმა კი 8-8 ქულა შეაგროვა – ნიკა რამიშვილმა, შოთა გელაზონიამ და ლერი კვანტალიანმა. ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ბერძნებმა დაძაბულ ბრძოლაში – 77:74 დაამარცხეს ლიტვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ამ 2 გუნდთან ერთად ჯგუფიდან გერმანია გავიდა, რომელმაც წინა ტურში სერბეთი დაამარცხა.
 
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 13 ივნისი
საქართველო 52:89 სერბეთი
16-21, 15-27, 7-20, 14-21
 
სრული სტატისტიკა: 52:89
video-მიმოხილვა: http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=99Gb3zOvkKg
A ჯგუფი. საბოლოო ცხრილი 
1.
საბერძნეთი
4
4/0
296/264
82.
ლიტვა
4
3/1
323/252
73.
გერმანია
4
2/2
273/270
64.
სერბეთი
4
1/3
282/265
55.
საქართველო
4
0/4
237/360
4