საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ლიტვასთან შანსი არ ჰქონია

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ლიტვასთან შანსი არ ჰქონია

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მარცხი განიცადა. გერმანელებთან სადებიუტო მატჩში წაგების შემდეგ დღეს დავით უსტიაშვილის გუნდმა ლიტვასთან ვერაფერი გააწყო და დიდი სხვაობით – 49:107 დამარცხდა.
საერთოდ არ წაუვიდა თამაში გერმანიასთან მატჩში ქართველთა ბომბარდირ ირაკლი მიქელაძეს. მწვრთნელმა ის მხოლოდ 15 წუთი ათამაშა, რა დროშიც ირაკლიმ 4 ორქულიანი და 3 სამიანი ააცილა. ქართველთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ოთო ფხაკაძემ დაძლია, რომელმაც 34 წუთში 15 ქულა დააგროვა.

პირველი მეოთხედი ლიტველებმა 33:12 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის მატჩის ბედი უკვე გარკვეული იყო – 63:30 ბალტიისპირელთა სასარგებლოდ. საშუალო დისტანციიდანაც შედეგიანად ესროდნენ, თუმცა სამქულიანი დისტანციიდან ლიტველებმა ქართველების ფარი აიკლეს. 28 ცდიდან ლიტველებმა 14 სამიანი ჩააგდეს.
ბალტიისპირელებს მარტინას პალიუკენასმა ულიდერა, რომელმაც 18 წუთში 20 ქულა ჩააგდო. ლიტველთაგან 27 წუთზე მეტი არავის უთამაშია – მწვრთნელმა თითქმის ყველა მოთამაშეს მისცა შანსი და ლიტველებმაც თავი გამოიჩინეს.
ჩვენს ჯგუფში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც საბერძნეთმა გერმანიას 65:56 სძლია. ხვალ საქართველოს ნაკრები 16:45 საათზე სწორედ საბერძნეთს შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 11 ივნისი
საქართველო 49:107 ლიტვა
12-33, 18-30, 10-32, 9-12
სრული სტატისტიკა: 49:107
 
video-მიმოხილვა: http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=gMaaPp3kIrM
სატურნირო მდგომარეობა

1.

ლიტვა

3

3/0

249/175

6
2.

საბერძნეთი

2

2/0

144/129

4
3.

გერმანია

3

1/2

207/214

4
4.

სერბეთი

2

0/2

137/147

2
5.

საქართველო

2

0/2

124/196

2