საქართველოს 2009 წლის თასის გათამაშების ანონსი

2009 წლის პირველი საკალათბურთო ღონისძიება საქართველოს თასის გათამაშება იქნება. დღეს კალათბურთის ფედერაციაში ამ შეჯიბრში მონაწილე გუნდები დააწყვილეს და თან კალენდარიც შედგა.
წლევანდელი თასის გათამაშება, რომელიც რიგით მეშვიდეა, ოლიმპიური სისტემით გაიმართება. გუნდები ერთმატჩიან მეოთხედფინალს ითამაშებენ, რასაც ნახევარფინალები და ცხადია, ფინალი მოყვება.
მეოთხედფინალები და ნახევარფინალები რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში გაიმართება, ხოლო ფინალს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
გუნდები სუპერლიგის მიმდინარე ცხრილის მიხედვით დაწყვილდნენ: ანუ პირველზე მყოფი მერვეადგილოსანს შეხვდება, მეორე – მეშვიდეს, მესამე – მეექვსეს და მეოთხე – მეხუთეს. რაც შეეხება სუპერლიგის კიდევ ერთ, მე–9 გუნდს, თბილისის „მაკაბი“ საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობას იმ მიზეზით არ მიიღებს, რომ ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.
 
 
მეოთხედფინალი
                                                   ნახევარფინალი
1 – – ენერჯი ინვესტი – – –
                                                 – – – – – – – – – – –         ფინალი
8 – – – – – – შსს – – – – – – –
                                                                            
                                                                                 – – – – – – – – – – –                                                                                 
 
4 – – – – – სსსსუ  – – – – – –
                                                 – – – – – – – – – – –
5 – – – – – თსუ  – – – – – – –
 
                                               
 
3 – – – – ავიამშენი – – – – –
                                                 – – – – – – – – – – –
6 – – – – ბათუმი – – –  – – –
  
                                                                               – – – – – – – – – – –
 
2 – – – – –  ნტდ  – – – – – –
                                                 – – – – – – – – – – –
7 – – – – – დინამო – – – – –
 
24. 01.09 – შაბათი. რუსთავი
1/4 ფინალი
ნტდ – დინამო                     12:00
სსსსუ – თსუ                        14:00
ავიამშენი – ბათუმი            16:00
ენერჯი ინვესტი – შსს         18:00
 
25.01.09 – კვირა. რუსთავი
1/2 ფინალი
3–6 შორის გამარჯვებული – 2–7 შორის გამარჯვებული 13:00
1–8 შორის გამარჯვებული – 4–5 შორის გამარჯვებული 15:00
 
27.01.09 –სამშაბათი.  თბილისი, სპორტის სასახლე
ფინალი
პირველ და მეორე წყვილებში გამარჯვებულები        16:15
 

თასის შარშანდელი მომგები “ავიამშენი”
 
საქართველოს თასის ყველა აქამდელი ფინალი
 
2003 წელი
ბასკო 85:77 აზოტი
 
2004 წელი
დინამო 75:72 სტუ
 
2005 წელი
სტუ 90:84 ავიამშენი
 
2006 წელი
თსუ–ნიკორა 81:79 (დ.დ) ავიამშენი
 
2007 წელი
ავიამშენი 83:79 აზოტი
 
2008 წელი
ავიამშენი 110:90 თსუ