საქართველოს 3×3 კალათბურთელთა U18 ნაკრები ევროპაზე ვერ გავიდა

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა U18 ნაკრები ევროპაზე ვერ გავიდა

საქართველოს 3×3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში უშედეგოდ უასპარეზა და ფინალური ეტაპის საგზურს ვერ შესწვდა. უნგრეთის ქალაქ შოლნოკში გამართული საკვალიფიკაციო ტურნირის 10 მონაწილედან ფინალის საგზური 3 საუკეთესო გუნდს უნდა მიეღო, რომლებიც არიან – ჩეხეთი, ესპანეთი და სერბეთი. 

საქართველოს ნაკრებმა 4 აგვისტოს ჯგუფში წაგებულ 2 მატჩს 5 აგვისტოს კიდევ 2 მიაყოლა. ჩვენმა გუნდმა, რომლის ღირსებასაც ანზორ ნადირაძე, ნიკა მედილიში, გიორგი გახოკიძე და ნიკა გურგენიძე იცავდნენ, 11:21 წააგო ისრაელთან, ესპანეთთან კი მხოლოდ 5 ქულის ჩაგდება მოახერხა – 5:21. 

ჩვენი ჯგუფი დაუმარცხებლად მოიგო ესპანეთმა, ანალოგიურად იასპარეზა ჩეხეთმა მეორე ჯგუფში, ხოლო ევროპის ჩემპიონატის მესამე საგზური სერბეთს ერგო, რომელმაც საკვალიფიკაციო რაუნდში მონტენეგროს აჯობა.