საქართველოს A დივიზიონის გზაზე ბელარუსის ძლევაღა დარჩა

სასწაული არ მოხდა – შვედეთმა ვერ მოუგო ლუქსემბურგს 110 ქულაზე მეტით და ბურთების შეფარდებაში ვერ გადაასწრო საქართველოს. შესაბამისად, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ყველა ვარაუდობდა: საქართველოს მეტოქე A დივიზიონში გადასასვლელ საპლეიოფო შერკინებაში ბელარუსი იქნება, ხოლო მეორე წყვილი შვედეთმა და მონტენეგრომ შეადგინეს.
B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, რომელშიც საქართველო არ თამაშობდა, შვედეთმა ლუქსემბურგი 97:40 დაამარცხა და ყველაფერი ოფიციალურად გადაწყდა. საქართველომ C  ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო შვედეთი საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით გავიდა პლეი ოფში. სკანდინავიელებმა მხოლოდ ერთი მარცხი განიცადეს, ხოლო A და B  ჯგუფებში მეორე ადგილების დამკავებელ ჰოლანდიასა და შვეიცარიას 3–3 წაგება აღმოაჩნდათ და ისინი პლეი ოფს მიღმა დარჩნენ.
პლეი ოფში გუნდები ჯგუფებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაწყვილდნენ. ყველაზე საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები ბოლო, ანუ მეოთხე ადგილზე მყოფს უნდა შეხვედროდა, ხოლო მეორე – მესამეს. საპლეიოფო ცხრილის გამარჯვებული მონტენეგრო გახდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა. პლეი ოფში გასულ დანარჩენ 3 გუნდს კი ერთნაირი ქულები აღმოაჩნდათ – საქართველომაც, შვედეთმაც და ბელარუსმაც თითო მატჩი წააგეს. აქ საუკეთესო ჩაგდებულ–მიღებული ბურთების მიხედვით გაირკვა და ამ მაჩვენებელში საქართველომ დანარჩენ ორს აჯობა. მესამე ადგილზე შვედეთი დაჯდა, ხოლო მეოთხეზე ბელარუსი.
 
მონტენეგრო             8          8          0          +189    16
საქართველო             8          7          1          +189    15
შვედეთი                   8          7          1          +136    15
ბელარუსი                 8          7          1          +74      15
 
ყველა ჯგუფის საბოლოო ცხრილები
 
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი მეოთხეს უნდა შეხვედროდა, ხოლო მეორე (საქართველო) – მესამეს (შვედეთს), თუმცა ეს ასე სატურნირე წესდების გამო არ მოხდა, სადაც წერია, რომ ერთი ჯგუფიდან გასული გუნდები ერთმანეთს პლეი ოფში ვერ შეხვდებიან. ამიტომაც, მონეტენეგრო შვედეთს, ხოლო საქართველო ბელარუსს შეხვდება. პირველი მატჩები 5 სექტემბერს, ცხრილში უფრო დაბლა მყოფი გუნდის მოედანზე გაიმართება, ხოლო საპასუხოები – 9 სექტემბერს. ამ 2 მატჩის ჯამში რომელი გუნდიც საუკეთესო აღმოჩნდება, მომავალ წელს ის ითამაშებს A დივიზიონში.
მაშ ასე, საქართველო 5 სექტემბერს ბელარუსში ითამაშებს, ხოლო 9 სექტემბერს, თბილისში გამართული საპასუხო შეხვედრის შემდეგ გავიგებთ, გადავა თუ არა იგორ კოკოშკოვის გუნდი ევროსაკალათბურთო ელიტაში.