საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მოგებამდე ცოტა დააკლდა

შესანიშნავად ჩაატარა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი, რომელიშიც მისი მეტოქე ისრაელის ძლიერი ნაკრები იყო.
საქართველოს ნაკრებმა ცუდად დაიწყო შეხვედრა და პირველი წუთები 0:8 დათმო, რის მერეც მთელი პირველი მეოთხედის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ჩვენი მეტოქე ფლობდა.
მერე და მერე, დავით უსტიაშვილის ნაკრებმა ნელ-ნელა ჩამორჩენა შეამცირა და რიჩარდ მათიაშვილის კარგი თამაშით დეფიციტი ჯერ 6 ქულამდე დაიყვანა, ხოლო ბოლო წუთებზე კი ისრაელის უპირატესობა 2 ქულამდეც კი დავიდა. სამწუხაროდ, ბოლოს მეტად ჩვენს ოპონენტს გაუმართლა და საბოლოოდ, ეს ლამაზი შეხვედრა ისრაელმა 81:74 მოიგო. მათიაშვილს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა, ხოლო ლაშა ფარღალავამ კი ამჯერადაც შესანიშნავად ითამაშა.
საქართველოს ნაკრებმა შეტევაში ბურთი 17-ჯერ მოხსნა, ხოლო ისრაელმა კი ორი თავდასხმითი მოხსნით ნაკლებით დაასრულა შეხვედრა. ხვალ ჩვენი გუნდი ესპანეთს ხვდება. მეტოქე ტურნირზე ჯერაც დაუმარცხებელია.
საქართველო – ისრაელი 74:8115:27, 15:16, 24:21, 20:17საქართველო: ფარღალავა (14 ქ. 4 მ. 2 პ. 1 ჩ), დიდია (13 ქ. 3 მ. 2 პ), მათიაშვილი (11 ქ. 9 მ. 1 დ), გ. შერმადინი (10 ქ. 6 მ. 2 პ. 1 დ), გაფრინდაშვილი (8 ქ. 3 პ. 1 მ. 1 ჩ), მ. ბერიშვილი (7 ქ. 3 მ), ცეკვავა (6 ქ. 4 პ. 2 მ), ჭოჭუა (5 ქ. 1 მ), ჯგერენაია, გულისაბედაშვილი, წივწივაძე, ლაფანაშვილი.ისრაელი: ოჰაიონი (23 ქ. 6 პ. 3 ჩ. 2 მ), ქადირი (16 ქ. 9 მ. 2 პ), დანი (15 ქ. 6 მ. 1 ჩ), კასპი (14 ქ. 5 მ. 2 პ. 2 ჩ), მატალონი (6 ქ. 5 მ), გიურ არიე (4 ქ. 7 მ), სნირ ჰუტნიკი (2 ქ. 1 მ), მეკელი (1 ქ. 5 პ. 3 მ).
იტალია – ხორვატია 82:6920:17, 22:16, 18:21, 22:15იტალია: ტომასინი (17 ქ), არადორი (17 ქ), და ტომე (11 ქ. 3 მ), ბრუტინი (10 ქ. 5 მ).ხორვატია: ტომიჩი (24 ქ. 6 მ).
ესპანეთი – ბულგარეთი 91:7025:25, 20:14, 26:15, 20:16ესპანეთი: მ. ფერნანდესი (24 ქ. 3 პ. 2 მ), ბეირანი (16 ქ. 5 მ. 2 პ. 2 ჩ), ტერუელი (13 ქ. 2 მ. 2 პ), ლული (12 ქ. 4 მ. 3 პ. 2 ჩ), რიბასი (12 ქ. 3 პ. 2 ჩ).ბულგარეთი: კოსტოვი (20 ქ. 7 მ. 3 პ), კოლევი (14 ქ. 6 მ), ლ. ლილოვი (12 ქ. 5 მ. 4 პ. 2 ჩ), ავრამოვი (12 ქ. 3 პ. 2 მ).
სატურნირო მდგომარეობა1. იტალია 3:0 6 ქულა2. ესპანეთი 3:0 63. ისრაელი 2:1 54. საქართველო 1:2 45. ხორვატია 0:3 36. ბულგარეთი 0:3 3