საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაც დათმო. ჩვენი მოთამაშეები ამჯერად ხორვატ თანატოლებთან 78:99 დამარცხდნენ. ზედიზედ სამი მატჩის წაგება სასიამოვნო არ არის, მაგრამ საქართველოს ნაკრების გამოსვლა ევროფორუმზე მაინც საკმაოდ წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. მიზანი, რომელიც ტურნირამდე დაისახა, ანუ ნაკრებს უმაღლეს დივიზიონში ადგილი რომ შეენარჩუნებინა, შესრულდა და ახლა თავისუფლად, მშვიდად შეიძლება მზადება მომდევნო ფინალური ეტაპისთვის.საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნდა ჯერაც ტრავმირებული რეზო დიდია. შეგახსენებთ, რომ ნაკრების კაპიტანმა წინა შეხვედრა ტრავმის გამიზეზების გამო გამოტოვა. რუსთავის “აზოტის” წევრი ამჯერად საკმაოდ დამაჯერებლად გამოპოიყურებოდა და გუნდს 30 წუთში 10 ქულა და 3 შედეგიანი გადაცემა შემატა. რაც ,თავარია, რეზო აკუარტულად თამაშობდა და ამ არცთუ მცირე სათამაშო დროში ერთი შეცდომაც არ დაუშვია.თავისი საშუალო ნორმა, ანუ 13 ქულა და 5 მოხსნა ამჯერადაც დააგროვა ჩვენი გუნდის ძირითადმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა, ხოლო მისმა შემცვლელმა, რიჩარდ მათიაშვილმა შეხვედრა 16 წუთში 10 ქულითა და ასევე 5 მოხსნით ჩაამთავრა. აღსანიშნავია, რომ რიჩარდმა 8 საჯარიმოდან 6 ზუსტად შეასრულა და შერმადინის დარად, მატჩი 3 შეცდომითა და 1 პერსონალური შენიშვნით დაასრულა.ცალკე თემაა ლაშა ფარღალავა, რომელიც კიდევ გახდა ჩვენი ნაკრების საუკეთესო მექულე. ამერიკაში გამოცდილებამიღებული ფარღალავა ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. დაცვაში ძალიან კარგი, ყურადღებიანი თამაშის გარდა, ლაშას საკმაოდ კარგი საშუალო და შორეული სროლები აქვს. მოკლედ, ფარღალავას სახით ქართულ კალათბურთს იმედისმომცემი მოთამაშე ეზრდება.
საქართველო – ხორვატია 78:99
26:24, 17:26, 18:28, 17:21
საქართველო: ფარღალავა (18 ქ. 4 ჩ. 3 მ), გ. შერმადინი (13 ქ. 5 მ. 2 პ. 1 ჩ. 1 დ), გაფრინდაშვილი (12 ქ. 2 პ), მათიაშვილი (10 ქ. 5 მ. 1 პ), დიდია (10 ქ. 3 პ. 2 მ. 1 ჩ), ჭოჭუა (9 ქ. 3 მ. 2 ჩ. 1 პ), წივწივაძე (4 ქ. 1 მ. 1 პ. 1 ჩ), ჯგერენაია (2 ქ. 1 მ), გულისაბედაშვილი, ლაფანაშვილი, ცეკვავა, მ. ბერიშვილი.ხორვატია: ა. ტომიჩი (21 ქ. 8 მ. 2 დ. 1 პ. 1 ჩ), დრეჟგა (17 ქ. 5 მ. 2 პ), ფილიპოვიჩი (15 ქ. 4 მ. 2 პ. 2 ჩ), პაპაცი (15 ქ. 8 მ. 1 პ. 1 ჩ. 1 დ), ბლაჟიჩი (10 ქ. 5 პ. 3 მ. 2 ჩ), ვრკიჩი (10 ქ. 5 მ. 1 ჩ), ჰანი (6 ქ. 1 პ), ვლაიჩი (5 ქ. 1 პ. 1 ჩ).
იტალია – ესპანეთი 75:8926:17, 13:20, 16:26, 20:26 იტალია: და ტომე (22 ქ. 6 მ. 3 პ. 2 ჩ. 1 დ), ბრუტინი (14 ქ. 2 მ), ჰეკეტი (10 ქ. 3 მ).ესპანეთი: ხ. რეი (24 ქ. 8 მ. 3 ჩ. 3 დ. 2 პ), რიბასი (21 ქ. 4 მ. 2 პ. 2 ჩ), ლული (14 ქ. 2 ჩ), მ. ფერნანდესი (11 ქ. 2 დ).
ისრაელი – ბულგარეთი 85:6919:17, 12:16, 23:21, 31:15ისრაელი: კასპი (20 ქ. 5 პ. 4 მ. 3 ჩ), მატალონი (15 ქ. 3 მ. 3 პ), ქადირი (13 ქ. 4 პ), მეკელი (12 ქ. 5 პ. 2 მ. 1 ჩ).ბულგარეთი: ი. ლილოვი (17 ქ. 4 პ. 2 მ. 2 ჩ), კოლევი (17 ქ. 7 მ), კოსტოვი (16 ქ. 6 მ. 2 ჩ ლ), ლ. ლილოვი (12 ქ. 7 მ. 2 პ. 2 ჩ).
სატურნირო მდგომარეობა1. ესპანეთი 5:0 10 ქულა2. იტალია 4:1 93. ისრაელი 3:2 84. ბულგარეთი 1:4 75. ხორვატია 1:4 76. საქართველო 1:4 7