საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეორე მატჩსაც აგებს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე ტესტ-მატჩი გამართა უკრაინაში და სამწუხაროდ, მასპინძელ თანატოლებთან ამჯერადაც დამარცხდა. უკრაინამ მატჩი 62:52 დაასრულა თავის სასრგებლოდ, თუმცა პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ბრძოლა ბოლო წუთებამდე მიდიოდა.
რომ არა ჩვენ ნაკრების მიერ ბოლო 4 წუთში დაშვებული რამდენიმე საბედისწერო შეცდომა, მოგებაც რეალური იყო. უკრაინელთა გამარჯვება მათმა მოხსნებზე აქტიურობამ განაპირობა – შეტევაში ფარი 4:14 დავთმეთ, საბოლოოდ კი ვერც ნაკრების კაპიტნის, რეზო დიდიას 13 ქულამ და “მაკაბის” წევრის გიორგი შერმადინის ორმაგმა დუბლმა გვიხსნა მარცხისგან.
საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებზე უკეთ შეასრულა სამიანები (19-ში 4/13-ში 5), თუმცა საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
უკრაინელთა შორის ამჯერადაც გაიბრწყინეს “ხიმიკის” წევრმა ალექსანდრ კოლჩენკომ და “დნიპროს” მოთამაშე მაქსიმ ველხოვეცკიმ. პირველმა თამაშიდან 8-დან 7 სროლა გამოიყენა, ხოლო ველხოვეცკიმ კი ერთადერთი შეცდომა დაუშვა.
დავით უსტიაშვილი: “პირველ მატჩთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ დაცვაში. თუ პირველ შეხვედრაში, მარტო საწყის ორ მეოთხედში თითქმის 60 ქულა გავაკეთებინეთ მეტოქეს, ამჯერად უკრაინამ მთელ მატჩში მოახერხა 62 ქულის გაკეთება. მესამე მატჩში ასევე წინსვლას ველი.”
უკრაინა – საქართველო 62:5217:9, 7:15, 16:15, 22:13 უკრაინა: კოლჩენკო (22 ქ. 4 მ), ველხოვეცკი (12 ქ. 5 მ. 3 პ), გლებოვი (10 ქ. 6 მ).საქართველო: დიდია (13 ქ), შერმადინი (13 ქ. 10 მ), წივწივაძე (6 ქ), ფაცაცია (5 ქ. 4 მ), მ. ბერიშვილი (5 ქ. 3 მ), ფარღალავა (4 ქ), გაფრინდაშვილი (2), ჭოჭუა (2 ქ), მათიაშვილი (2 ქ. 2 მ), ცეკვავა, ჯგერენაია, ლაფანაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილიასისტენტი: გელა წულაძე