საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დრამატული მოგება

ბულგარეთთან გამარჯვება და მზადება მეორე ეტაპისთვის
დრამატულად წარიმართა შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბულგარეთს დაუპისრისპირდა. მიხეილ ჭოჭუამ 22 ქულა დააგროვა, გიორგი შერმადინის ანგარიშზე ორმაგი დუბლი იყო, ლაშა ფარღალავამ კი ეს მატჩიც მაღალ დონეზე ჩაატარა და ჩვენმა ნაკრებმაც 75:74 იმარჯვა.
თუმცა, ბულგარელებს ბოლო წამზე თუნდაც ერთი საჯარიმო რომ გამოეყენებინათ, მატჩი დამატებით დროში გადავიდოდა, ორი ზუსტი სროლის შემთხვევაში კი შეხვედრას ბულგარეთი მოიგებდა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლატვია თავიდან ფავორიტ იტალიას 14 ქულასაც კი უგებდა, თუმცა საბოლოოდ აპენინელებმა მაინც იმარჯვეს და ჯგუფი წაუგებლად ჩაამთავრეს.
მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრებს გაცილებით რთული მატჩები ელის. დავით უსტიაშვილის შეგირდებს ისრაელის, ესპანეთისა და ხორვატიის თანატოლების წინააღმდეგ გამოსვლა უწევთ, თუმცა პროგრამა-მაქსიმუმი მიღწეულია და ჩვენს მოთამაშეებს ოდნავ თავისუფლად შეეძლებათ მეორე ეტაპზე თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირების მოხდენა.
საქართველო – ბულგარეთი 75:7422:12, 14:23, 20:17, 19:22საქართველო: ჭოჭუა (22 ქ. 3 მ. 2 პ), ფარღალავა (17 ქ. 3 მ. 3 ჩ), გაფრინდაშვილი (14 ქ. 4 მ. 2 პ), გ. შერმადინი (10 ქ. 13 მ. 5 დ. 2 პ), მათიაშვილი (5 ქ. 4 მ. 2 პ. 1 ჩ), წივწივაძე (4 ქ), დიდია (3 ქ. 3 პ. 2 მ. 2 ჩ), ცეკვავა, ლაფანაშვილი, ჯგერენაია, გულიაბედაშვილი, მ. ბერიშვილი.ბულგარეთი: კოსტოვი (16 ქ. 5 მ. 2 პ), ი. ლილოვი (16 ქ. 7 მ. 3 პ), კოლევი (14 ქ. 9 მ), ჩოლაკოვი (9 ქ. 4 მ), ლ. ლილოვი (9 ქ), ნაკოვი (6 ქ. 3 მ), ავრამოვი (6 ქ).
იტალია – ლატვია 72:6516:18, 12:24, 24:9, 20:14იტალია: და ტომე (13 ქ. 11 მ. 4 პ. 3 ჩ. 2 დ), არადორი (11 ქ. 2 მ. 2 პ).ლატვია: ზაკისი (25 ქ. 10 მ. 2 დ), სტრუპოვიცსი (10 ქ. 7 მ. 4 პ. 2 ჩ. 2 დ), კუკსიკისი (10 ქ. 4 მ. 2 ჩ).
სატურნირო მდგომარეობა
1. იტალია 3:0 2. საქართველო 2:13. ბულგარეთი 1:24. ლატვია 0:3
II ჯგუფური ეტაპი1. იტალია 2:02. ესპანეთი 2:03. ისრაელი 1:14. საქართველო 1:15. ხორვატია 0:26. ბულგარეთი 0:2
10.07 – ისრაელთან11.07 – ესპანეთთან12.07 – ხორვატიასთან
შენიშვნა: გუნდებს პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები შეუნარჩუნდათ.