საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა

წარმატებით დაასრულა იტალიაში გამართული ტურნირი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, რომელმაც უკანასკნელ შეხვედრაში სლოვენიას 71:65 აჯობა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ამჯერადაც შეუდარებელი იყო გიორგი შერმადინი, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 3 დფარება დააკლდა და სრულიად დამსახურებულად, მან ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა. ამასთან ერთად, “მაკაბის” წევრი შეჯიბრის საუკეთესო მექულეც გახდა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის თქმით, ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად დააყენა ზონური დაცვა, რამაც მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
საქართველო – სლოვენია 71:65
15:15, 20:21, 24:15, 12:14
საქართველო: შერმადინი (26 ქ. 17 მ. 7 დ. 4 ჩ. 3 პ), ცეკვავა (15 ქ), წივწივაძე (12 ქ. 5 მ), შენგელია (11 ქ. 5 მ), პირველაშვილი (4 ქ. 4 პ. 3 მ), ჯგერენაია (3 ქ. 4 პ), გაფრინდაშვილი (3 ქ. 4 პ), გულისაბედაშვილი (2 ქ).
საქართველოს ნაკრების სტატისტიკა
2-ქულიანები: 44/24.
3-ქულიანები: 13/5.
საჯარიმოები: 17/13.
შეცდომა: 23.