საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გორდონ ჰერბერტის ნაცვლად კენ შილდსი უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გორდონ ჰერბერტის ნაცვლად კენ შილდსი უხელმძღვანელებს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გორდონ ჰერბერტის ნაცვლად კენ შილდსი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ კენ შილდსი (1945 წელს დაბადებული) 2002-2004 წლებში იაპონურ “ტოკიო შეპარდზს” ედგა სათავეში, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში “მილუოკი ბაქსის” კონსულტანი მწვრთნელი გახლდათ. მანამდე იგი 1978-99 წლებში “ვიქტორია ვაიქსის” სათავეში იმყოფებოდა.შილდსის ასისტენტები კენი ატკინსონი და დავით უსტიაშვილი იქნებიან, ხოლო ჰერბერტი კი სამწვრთნელო შტაბში ადგილს შეინარჩუნებს, იგი შილდსის თანაშემწე იქნება. ასე რომ, დამდეგ საკვალიფიკაციო შეხვედრებში ჩვენს ნაკრებს მოედანზე კენ შილდსი გაიყვანს.ამასთან ერთად ცნობილი გახდა იმ მოთამაშეთა ვინაობა, რომლებიც 18 ივლისს თბილისში გასამართ მეორე სანაკრებო შეკრებაზე არიან გამოძახებულნი.
1. ზაზა ფაჩულია (ატლანტა ჰოქსი, აშშ)2. ნიკოლოზ ცქიტიშვილი (კახა სან ფერნანდო, ესპანეთი)3. დავით უგრეხელიძე (აზოტი, საქართველო)4. გიორგი გამყრელიძე (აზოტი, საქართველო)5. კოტე ტუღუში (აზოტი, საქართველო)6. ანატოლი ბოისა (აზოტი, საქართველო)7. ვიქტორ სანიკიძე (ესტუდიანტესი, ესპანეთი)8. გიორგი შერმადინი (მაკაბი, საქართველო)9. ვახტანგ ნაცვლიშვილი (დიჟონი, საფრანგეთი)10. გიორგი ცინცაძე (ტარტუ როკი, ესტონეთი)11. მანუჩარ მარკოიშვილი (ბ.კ. კიევი, უკრაინა)12. გიორგი მარკოიშვილი (აზოტი, საქართველო)13. ზვიად ბაბიაშვილი (თბილავიამშენი, საქართველო)14. ვლადიმერ ბოისა (სიენა, იტალია)15. ბესიკ ლეჟავა (თსუ, საქართველო)16. ტაირონ ელისი (ნაპოლი, იტალია)