საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში  ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში  ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში  ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა! 
ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის, კულტურის, სპორტის
და ახალგაზრდობის სამინისტროს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტის გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები.
 
ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვენიის ქალაქი მარიბორი 23-29 ივლისს უმასპინძლებს. საქართველოდან კი სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3, ველოსპორტი – საგზატკეცილო, ველოსპორტი – სამთო, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) იასპარეზებს 31 სპორტსმენი.
დღევანდელ ღონისძიებაზე საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით ფიცი კალათბურთელმა ნიკოლოზ გურგენიძემ დადო.
ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (მარიბორი, სლოვენია 23 -29 ივლისი, 2023 წელი)