საქართველოს ეროვნული ნაკრები ალმერის საერთაშორისო ტურნირში ხვალ ჩაებმება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ალმერის საერთაშორისო ტურნირში ხვალ ჩაებმება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰოლანდიაშია. ქალაქ ალმერში ხვალ, 12 აგვისტოს იწყება საერთაშორისო ტურნირი სახელწოდებით “Euro Jam Countdown”. საქართველოსა და მასპინძელი ჰოლანდიის გარდა ტურნირში ისრაელის ნაკრები და NCAA-ს გუნდი „ვილანოვა“ იასპარეზებს.
 
საქართველოს ნაკრები ალმერში 14 კალათბურთელით ჩავიდა. აქამდე ავსტრიაში მოვარჯიშე 15 კალათბურთელს ნიკა მეტრეველი საკუთრი სურვილით გამოაკლდა.
 
საქართველოს ნაკრები ტურნირზე პირველ მატჩს ხვალ მასპინძელი ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მომდევნო დღეს ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო ტურნირის ბოლო მატჩში, 14 აგვისტოს „ვილანოვას“ შეხვდება.
 
საქართველოს ნაკრები “Euro Jam Countdoun”–ზე:
 
უკანახაზელები: გიორგი ცინცაძე, გიორგი გამყრელიძე, მარკიზ ჰეინესი, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა, ლაშა ფარღალავა
ფორვარდები: თორნიკე შენგელია, ვლადიმერ ბოისა, ლევან ფაცაცია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე
ცენტრები: ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, გიორგი შარაბიძე