საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს სლოვაკეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს სლოვაკეთს დაუპირისპირდება

ამხანაგური მატჩი. პეზინოკი. სლოვაკეთი. 19 ივლისი. 18:00
სლოვაკეთი – საქართველო
 
სლოვაკეთის ნაკრები
 
ანტონ ჰაველი                     (ბროსე ბასკეტს, გერმანია)
მარეკ კოზლიკი                   (პეზინოკი)
რომან მარკო                         (კიოლნი, გერმანია)
რობერტ ნუბერი                 (ჰანდლოვა)
მაროშ ზუფა                         (უესლის უნივერსიტეტი, NCAA, აშშ)
ანდრეი ჩერვენკა                (ლევიცე)
პაველ ლოსონსკი                (კალ–ირვინი, NCAA, აშშ)
დანიელ ნოვაკი                   (ნიტრა)
ჟუსტინ სედლაკი               (ფლორიდა, NCAA, აშშ)
მარტინ მიკლოშიკი            (რიკო, ესპანეთი)
პეტერ სედმაკი                   (ბრნო , ჩეხეთი)
გაბრიელ შჟალაი                (პრიევიცა)
პეტერ ტერლანდა              (ლევიცე)
 
საქართველოს ნაკრები
 
გიორგი ცინცაძე                  (სოპოტი, პოლონეთი)
გიორგი გამყრელიძე          (მიტელდოიჩერი, გერმანია)
ტორინ გრინი                      (აეკ, საბერძნეთი)
კოტე ტუღუში                     (ენერჯი–ინვესტი)
კოსტანტინე ტომარაძე      (მონსონი, ესპანეთი)
ზაზა ფაჩულია                       (ატლანტა, აშშ)
მანუჩარ მარკოიშვილი     (კანტუ, იტალია)
ანატოლი ბოისა                  (ენერჯი–ინვესტი)
ვიქტორ სანიკიძე                (ბოლონია, იტალია)
თორნიკე შენგელია            (ვალენსია, ესპანეთი)
მიხეილ ბერიშვილი          (არიდანე, ესპანეთი)
ნიკა მეტრეველი                 (ფორენტინო, იტალია)
ლევან შენგელია                 (როდ აილენდი, აშშ)
ქუინტონ ჰოსლი                 (პეტკიმი, იზმირი, თურქეთი)
გიორგი შერმადინი            (პანათინაიკოსი, საბერძნეთ
თორნიკე შენგელია            (ვალენსია, ესპანეთი)
 
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში. გუშინწინ იგორ კოკოშკოვის გუნდმა უნგრეთში ითამაშა და მასპინძლებთან 82:90 დამარცხდა. დღეს კი საქართველოს ნაკრები სლოვაკეთის ქალაქ პეზინოკში სკოვაკთა ეროვნულ გუნდს გაეჯიბრება.
 
ქართველები პირდაპირ უნგრეთიდან ჩავიდნენ სლოვაკეთში, სადაც მათ შეუერთდა ავსტრიაში 20–წლამდელთა ნაკრებთან მყოფი თორნიკე შენგელია, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) ჯგუფის მატჩებში დაეხმარა, რის შემდეგაც ეროვნულ გუნდს შეუერთდა.
 
სლოვაკეთისა და საქართველოს ნაკრებები დღეს, თბილისის დროით საღამოს 6 საათზე ითამაშებენ, რის შემდეგაც კოკოშკოვის გუნდი საქართველოში გამოემგზავრება. ჩვენი ნაკრები ვენის რეისით თბილისში ამაღამ, 4 საათზე ჩამოფრინდება. მატჩის ტრანსლაცია ადგილობრივი ტელევიზიით არ იგეგმება.