საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2013–ის კენჭისყრისას მე-5 კალათაში იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2013–ის კენჭისყრისას მე-5 კალათაში იქნება

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრისთვის მე–5 კალათაში განთსეს. საქართველოსთან ერთად მეხუთე კალათაში ბელგია, ლატვია და თურქეთი მოხვდნენ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდები ჩვენ ევროპის 2013 წლის ჩმპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არ შეგვხვდებიან.
 
პირველ კალათაში ესპანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და მაკედონია განითესნენ. ყველაფერი იმ შედეგების მიხედვით განლაგდა, რომლებიც გუნდებმა გასულ ევროპის ჩემპიონატსა და შესარჩევ ტურნირებზე აჩვენეს. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში თვალნათლივ ჩანს ყველა კალათა და გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგები.
 
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2013 4-22 სექტემბერს სლოვენიის ოთხ ქალაქსა და ხუთ არენაზე შედგება. პირველი რაუნდის მატჩებს ცელიეს “ზლატოროგ არენა” (5 150 მაყურებელი), ლიუბლიანას “ტივოლი ჰოლი” (6 000), კოპერის “ბონიფიკა ჰოლი” (4 500) და იესენიცეს “პოდმეჟაკლა ჰოლი” (5 500) უმასპინძლებენ, ხოლო მე-2 რაუნდი მთლიანად ლიუბლიანას “არენა სტოჟიცეზე” (12 480) შედგება.
ევრობასკეტის კენჭისყრა 18 ნოემბერს გაიმართება. ამ ღონისძიებას პოსტოინას საქვეყნოდ ცნობილი მღვიმე უმასპინძლებს, სადაც სპეციალური სააქტო დარბაზია აშენებული.