საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიბას რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიბას რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა

მსოფლიოს 2019 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი სათამაშო ფანჯრის დასრულების შემდეგ ფიბამ ეროვნული ნაკრებებისთვის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთთან და გერმანიასთან დამარცხების მიუხედავად რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა და სადღეისოდ რეიტინგში 27-ე ადგილი უკავია. წინა რეიგინგში, საქართველოს ნაკრები, შესაბამისად, 28-ე ადგილზე იმყოფებოდა.

ეს გახლავთ მსოფლიო რეიტინგის ადგილი, ხოლო ევროპის კონტინენტზე საქართველოს მე-16 საფეხური უკავია.