საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნულ ინაკრები თბილისშია. დღეს, ამსტერდამიდან იგორ კოკოშკოვის გუნდი ჩამოვიდა. საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს შემდეგ საზღვარგარეთულ შეკრებაზეა. მოილია ტალინისა და ალმერის საეთაშორისო ტურნირები, ორჯერ ამხანაგურად გაეჯიბრა ავსტრიას და სამშობლოში დროებით დაბრუნდა. ჩვენს ნაკრებთან ერთად თბილისში ისრაელის ნაკრებიც ჩამოვიდა, რომელთანაც ჰოლანდიურ ტურნირზე 72:77 დავმარცხდით, თუმც ამას კოკშკოვის გუნდისთვის აღნიშნული ტურნირის მოგებაში ხელი არ შეუშლია.
კალათბურთელებს აეროპორტში პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები დახვდნენ. ჩვენმა ნაკრების წევრებმაც კომენტარები გააკეთეს.
                                                                              
 
ლაშა გამყრელიძე, ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი:- ალმერიდან დადებითი ემოციებით ვბრუნდებით. დავამარცხეთ ჰოლანდიის ნაკრები და კოლეჯების წარმომადგენელი “ვილიანოვა”, წავაგეთ ისრაელთან. საბოლოოდ პირველი ადგილი დავიკავეთ. რაც შეეხება ისრაელის ნაკრებთან მატჩს, მასთან ჰოლანდიაში წავაგეთ, თუმცა იმედი გვაქვს, 16 აგვისტოს თბილისში რევანშს ავიღებთ. აქამდე ჩატარებული და ლიტვა-ლატვიასთან გასამართი შეხევდრებიც თამაშის გაუმჯობესებაში უნდა დაგვეხმაროს, რათა ევროპის ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ.
 
 
 
 
 
მანუჩარ მარკოიშვილი, ეროვნული ნაკრების მსროლელი:- ოპტიმალურ ფორმაში ჯერაც არ ვართ.. თუმცა აჩქარებაც არ ივარგებს, მზადება ჯერ არაა დასრულებული და მთავარია, გუნდი 31 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატზე გასამართ პირველ მატჩს შეხვდეს ოპტიმალურ კონდიციებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს. ავსტრიაში, ესტონეთსა და ჰოლანდიაში გამართული მატჩები საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაგვეგო რაზე გვაქვს სამუშაო და რა კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ. დარჩენილ დროს სწორედ მინუსების გამოსწორებას მოვახმართ.
 
იგორ კოკოშკოვი, ეროვნული ნნაკრების მთავარი მწვრთნელი:- ჯერჯერობით მზადების პროცესში ვართ. ჩავატარეთ 8 მატჩი, რომლებშიც დავინახეთ ჩვენი სისუსტეები. ევრობასკეტამდე დრო კიდევ გვაქვს და ერთად უნდა ვიმუშაოთ შეცდომების გამოსწორებაზე, უფრო გუნდურად ვითამაშოთ, კონდიციებიც გავიუმჯობესოთ, რაშიც დარჩენილი ოთხი მატჩიც დაგვეხმარება.
 
 
მარკიზ ჰეინსი, ეროვნულ ინაკრების უკანახაზელი:- ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ასეთ ნაკრებში თამაში. შესანიშნავი თანაგუნდელები გავიცანი და ვეცდები ევრობასკეტზე წარმატებულ თამაშში მათ მეც დავეხმარო. აქამდეც დავრწმუნდი, რომ ეს ერთი დიდი ოჯახია.
საქართველოს ნაკრებს აღარ უვარჯიშია. მოთამაშეები სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დაბინავდნენ, თუმც მწვრთნელმა ხვალამდე ყველა გაათავისუფლა – ოჯახების მონახულების საშუალება მისცა. ხვალ დილას, 10 საათზე, საქართველოს ნაკრები სპორტის სასახლეში ვარჯიშს გამართავს, ხოლო საღამოს 6 საათზე ისრაელს დაუპირისპირდება. ბილეთების ფასი 2, 3 და 5 ლარია.