საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

დღეს, 2 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში (მის:26 მაისის მოედანი), საქართველოს ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს. ჟურნალისტებს ვთხოვთ მობრძანდნენ 20:45 საათზე. 

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის ემზადება. შეხვედრა ხვალ, 3 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. 

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს როგორც ონლაინ TKT.GE–ზე  tkt.ge/basketball, ისე სპორტის სასახლის სალაროებში.  სალაროები მუშაობს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

ერთად  ვუგულშემატკივროთ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს!🏀🇬🇪