საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

დღეს, 23 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრები, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესტონეთთან მატჩის წინ ღია ვარჯიშს ჩაატარებს. 

მედიას ვთხოვთ მობრძანდნენ თბილისის სპორტის სასახლეში (მის: 26 მაისის მოედანი)  20:15 საათზე. საქართველო-ესტონეთის მატჩზე აკრედიტებულ  ჟურნალისტებს დაურიგდებათ შესაბამისი აკრედიტაციები. 

შეგახსენეთ რომ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ესტონეთს  ხვალ, 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე  დაუპირისპირდება.